x
image
maia
როგორ მივანიჭოთ სახის კანს მსუბუქი ბრწყინვალება-მაკიაჟი New nude
მიმდინარე სეზონისთვის მაკიაჟის ახალი ტენდენციები ასე თუ ისე დაკავშირებულია ბუნებრიობასთან. თითოეული ქალბატონის სილამაზის საფუძვლად გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის ვიზაჟისტებმა გამოაცხადეს ბრწყინავი კანი მინიმალური აქცენტებით-ამასთან ეს არ გულისხმობს მაკიაჟზე უარის თქმას, არამედ გონივრულად შერჩეულ პროდუქტებს.

image

Lanvin გაზაფხული-ზაფხული 2014


იდეალური იერსახეები ე.წ "new nude"-ის სტილში წარმოდგენილი იყო Chloe, Lanvin, Bottega Veneta, Balmain-ის ჩვენებებზე. მოდელების სახეები ბრწყინავდა სიჯანსაღით და სიქორფით. მსგავსი მაკიაჟის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ ძირითადი წესი: შეარჩიეთ სახის მოვლის ხარისხიანი საშუალება და ტონალური


კრემის შესაბამისი ფერი.

image

იდეალური მაკიაჟის შექმნა დაიწყეთ ეტაპობრივად:

-არ დაივიწყოთ დამატენიანებელი საშუალება. აირჩიეთ მსუბუქი ტექსტურის კრემი, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული ექსტრატები, ჰიალურონის მჟავა და ეთერზეთები.

-მსგავსი კრემი აკორექტირებს სახის ფერს, იცავს კანს დღის განმავლობაში, მისი წასმა შეიძლება ტონალურის ფუძის ქვემოდან

ან მის ნაცვლად.

-ტონის ზემოდან თითებით დაიტანეთ "ჰაილაითერი" სახის გამოწეულ ნაკვთებზე-ღაწვებზე, წარბების ქვევით და თმის ზრდის ხაზის გასწვრივ შუბლზე.

-მსუბუქი ბუნებრივი მაკიაჟის შესაქმნელად უპირატესობა მიანიჭეთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს სინათლის ამრეკლავ პიგმენტებს. პუდრა-ილუმინატორი და მსუბუქად მოციმციმე ჩრდილები გამოხედვას მეტ ბრწყინვალებას მიანიჭებს და სინათლეს შემატებს სახეს.

image

Bottega Veneta გაზაფხული-ზაფხული 2014


image

image

Chloe გაზაფხული-ზაფხული 2014


image

image

Balmain გაზაფხული-ზაფხული 2014


image

image
Lanvin გაზაფხული-ზაფხული 2014





0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0