ჯანმრთელი კვება როგორ მოვამზადოთ შესქელებული რძე ("სგუშონკა") სახლში - უმარტივესი რეცეპტი 2014, 9 მარტი, 13:02 ![]() ამისთვის სულ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: რძე - 1 ლ. შაქარი - 500 გ. ვანილი ნაღების კარაქი (თუმცა შეიძლება მის გარეშეც) - 50 გ. ვასხამთ რძეს ქვაბში და ვაცხელებთ. შაქარს ვყრით ცალკე ჯამში, ვსახამთ მას 1 ჭ. ცხელ რძეს და კარგად ვურევთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ მიღებულ მასას გადავიტანთ რძიან ქვაბში, დავდებთ ძალიან ნელ ცეცხლზე და დავტოვებთ 1 საათის განმავლობაში. თან ხშირად ვურევთ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რაც უფრო მეტ ხანს დგას რძე ცეცხლზე, მით უფრო მუქ შეფერილობას იღებს. ამგვარად, სურვილის შემთხვევაში, თუ ცოტა მეტ ხანს დავაყოვნებთ, შეიძლება ე.წ. "მოხარშული სგუშონკის" კონსისტენცია მივიღოთ. სულ ესაა, შედედებული რძე მზადაა. გაითვალისწინეთ, რომ სანამ ცხელია, მიღებული მასა შედარებით თხევადია, გაგრილებისას კი იგი უფრო მყარდება. 8867 10-ს მოსწონს 1-ს არა
|