x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მთავარია არ დანებდე"-ცხოვრება კიდურების გარეშე
ამ პოსტში მინდა მოგითხროთ ინვალიდებზე, რომლებიც დაიბადნენ კიდურების გარეშე, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ ცხოვრება ამით არ მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ ხელები, ხოლო ზოგიერთ მათგანს არცერთი კიდური, ბევრი მათგანი არამარტო სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს, არამედ სავსებით ჯანმრთელ ადამიანებზე მეტად წარმატებულნი და ცნობილნი არიან. მინდა მოგითხროთ რამოდენიმე მათგანის შესახებ.


image

თავის დროზე ჩარლზ ტრიპი იყო არამარტო ყველაზე ცნობილი უხელებო ადამიანი, არამედ ყველაზე ცნობილი კონფერანსიე კანადაში. ის დაიბადა პატარა პროვინციულ ქალაქში, მაგრამ წარმატების საძებნელად ნიუ-იორკს მიაშურა. ცნობილ პრომოუტერს გამოეცხადა წინასწარი ჩაწერის გარეშე, მის კაბინეტში შევიდა ფეხშიშველი და უჩვენა ყველაფერი, რაც შეეძლო: თმების დავარცხნა, წინდების ჩაცმა, ტანსაცმლის გახდა და ჩაცმა და ყველაფერ ამას საოცარი ოსტატობით ხელების გარეშე აკეთებდა. სწორედ ამ კაბინეტიდან დაიწყო მისი, როგორც კონფერანსიეს კარიერა, რომელიც ნახევარი საუკუნე გაგრძელდა.ტრიპი გარდაიცვალა ასთმისაგან 75 წლის ასაკში.



image


ავსტრალიელი ნიკ ვუაიაჩიჩი დაიბადა ხელების და ერთი ფეხის გარეშე. მეორე ფეხი, რომელიც იმდენად პატარაა, რომ ფეხს ვერც კი უწოდებ და რომელზეც მხოლოდ ორი თითია, ქათმის ფეხს უფრო წააგავს. 8 წლის ასაკში ნიკმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, მაგრამ სძლია საკუთარ თავს და მიხვდა, რომ თუ სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრებდა, ბევრ მის ბედში მყოფ ადამიანს შთაუნერგავდა სიცოცხლის წყურვილს. ნიკმა ისწავლა ცურვა, ველოსიპედით სიარული, ფეხბურთის და გოლფის თამაში. ის ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს ორგანიზაციას "ცხოვრება კიდურების გარეშე", რომელიც უამრავ ინვალიდ ახალგაზრდას ეხმარება.


image


ნიკარაგუელი ტომი მელენდესი დაიბადა ხელების გარეშე. ის ბავშვობაში ოცნებობდა კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო, მაგრამ უარი უთხრეს, რადგან ამისათვის საჩვენებელი და ცერა თითის ქონა აუცილებელი იყო. მაშინ ტონიმ გადაწყვიტა ესწავლა გიტარაზე დაკვრა ფეხებით. რომის პაპი იოანე პავლე მეორე, რომელიც აშშ-ში იმყოფებოდა ვიზიტით, ისე ააღელვა მელენდესის დაკვრამ, რომ თავად მოინდომა მუსიკოსის გადაკოცნა და მასთან საუბარი. დღესდღეობით 47 წლის გიტარისტი მთელ მსოფლიოში წარმატებულ გასტროლებს მართავს.


image

ამერიკელი ჯესიკა კოქსიც ხელების გარეშე დაიბადა. როცა 13 წლის გახდა, მას შესთავაზეს ხელების პროთეზი გაეკეთებინა, მაგრამ გოგონამ უარი განაცხადა...და ის გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც მიიღო ლიცენზია თვითმფრინავის ფეხებით მართვისათვის. აგრეთვე ის არის ორი შავი ქამრის მფლობელი ტაიკვანდოში.

ახლა 26 წლის გოგონა არამარტო თავად დაფრინავს თვითმფრინავით და ატარებს 150 საათს ჰაერში, არამედ სხვებსაც ასწავლის პილოტირებას. საგულისხმოა, რომ მისი პირველი მოსწავლე ბრაიანიც უხელებო ჭაბუკი იყო.



image

ფრანგ პასკალ კლეიმანს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ელექტრონული სცენის ფენომენი. ბიჭს არ გაუმართლა, როცა უხელებო დაიბადა, მაგრამ ამას სრულებით არ შეუშლია ხელი ცნობილი დიჯეი გამხდარიყო. ის 60-იან წლებში პოპულარული პრეპარატის-სოფტენონის მსხვერპლი გახდა, რომელსაც ორსულ ქალებს ტოქსიკოზის დროს უწერდნენ. შემდეგში გაირკვა, რომ ეს წამალი შეიცავდა ტალიდომიდს, რომელიც ჩანასახის კიდურების მუტაციას იწვევდა. მიუხედავად ინვალიდობისა, პასკალმა თავის ოცნება აიხდინა და ის ახლა მთელ ესპანეთში ცნობილი დიჯეია.



image

ამერიკელი ჯიმ გოლდმანი უხელებოდ დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდანვე ისწავლა მათ გარეშე სრულყოფილი ცხოვრება. ჯიმი გატაცებულია თევზაობოთ, ნადირობით, ის მშვენივრად ახერხებს სროლას ფეხების და ნიკაპის დახმარებით. თევზაობის ჩემპიონატზე კი ჯიმიმ პირველი ადგილი დაიკავა და ბევრ ჯანმრთელ თანამემემამულეს აჯობა.

"ცხოვრებას ლაღად უნდა უყურო-ამბობს ჯიმი, - მაშინ ყველაფერი გამოგივა. გამოსავალი ხომ ყველა სიატუაციიდან არსებობს. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის და სულით არ დაეცე".


image

კრისტიანი გერმანიის ქალაქ როსტოკიდან აბსოლუტურად კიდურების გარეშე დაიბადა-მას არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს. მისი დაბადებისას მშობლებმა უარი თქვეს ინვალიდ შვილზე. 10 თვის კრისტიანი შვილად აიყვანა ქალმა, რომელმაც ის გაზარდა. გიზელა გახდა ყმაწვილის ხელები და ფეხები. დღესაც კი მას დაჰყავს ტუალეტში, აჭმევს, აბანავებს, უხეხავს კბილებს, ვარცხნის თმებს. 26 წლის ჭაბუკი მუნდშტუკის დახმარებით უკრავს სინთეზატორზე, მუშაობს კომპიუტერზე და სწავლობს ინფორმატიკას უნივერსიტეტში. "მე მინდა სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრო, თავად ვიშოვო ფული და შევქმნა ოჯახი"-იმედიანად ამბობს კრისტიანი.



image

მარკ ჰოფნი ხელების გარეშე დაიბადა. მისი ოცნება მუსიკოსობა იყო. დიდი ჯაფის ფასად მარკმა ისწავლა ფეხის თითებით გიტარაზე დაკვრა და საკუთარი ჯგუფიც კი შექმნა, რომელსაც Big Тое (ცერა თითი) დაარქვა.



image

უკრაინელი მარინა ხოდიი, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიიდან 7 წლის შემდეგ დაიბადა, რამოდენიმე წლის წინ გახდა გამარჯვებული კონკურსისა "ქვეყნის სიამაყე" ნომინაციაში "ძლიერი სული". გოგონას არ აქვს ხელები, მაგრამ ფეხებითაც მშვენივრად მუშაობს კომპიუტერზე, წერს, თლის კარტოფილს და ქარგავს კიდეც. მარინას ხატვის ნიჭი აქვს, მისი ნახატები ხშირად ჩნდებოდა ბავშვთა ხელოვნების რესპუბლიკურ გამოფენებზე და სხვადასხვა ჯილდოებს იმსახურებდა. 17 წლის გოგონამ წარმატებით დაამთავრა გიმნაზია და ჩააბარა ხარკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.


image

ტიუმენელი იგორ პლოტნიკოვიც ხელების გარეშე დაიბადა. ის სპორტულ კარიერაზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდა:უნდოდა იურისტი გამხდარიყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ურჩიეს სპორტულ სკოლაში ევლო. აქედან დაიწყო მისი კარიერა. დღეს ის მსოფლიოში ცნობილია, როოგორც "ტიუმენელი დელფინი". 27 წლის ჭაბუკი ოქროს და ორგზის ვერცხლის პრიზიორია ათენის პარაოლიმპიური თამაშებისა, გამარჯვებულია პარაოლიმპიური თამაშებისა ჩინეთში, არის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი.

"-მე არ ვიცი, რა იქნება მას შემდეგ, რაც ცურვას თავს დავანებებ, -ამბობს სპორტსმენი, -ყველას ჰგონია, რომ რაც ცნობილი გავხდი, ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა გამიჩნდა, მაგრამ ეს ასე არაა. თუმცა მე დანებებას არ ვაპირებ, იქნებ გამიმართლოს და ოჯახის შექმნაც შევძლო. ჯერ ხომ ყველაფერი წინაა"-ოპტიმისტურად იღიმის ჩემპიონი.



3
93
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
93
  
2014, 22 თებერვალი, 23:56
:D ვერც მე მანჩო
2014, 22 თებერვალი, 23:35
აბაა..ახ;ლა იმას ვფიქრობდი, ოთხივე კიდური ადგილზე მაქვს და ცურვა მაინც ვერ ვისწავლე თქო:)
2014, 22 თებერვალი, 23:29
და ელემენტარულზე როგორ ვწუწუნებთ ხოლმე :(
0 1 3