x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ძნელია ამ სურათებში ამოიცნო ლამაზი და მუდამ მომღიმარი ჟანნა ფრისკე.

მძიმე ავადმყოფობამ ულამაზესი მომღერალი ჟანნა ფრისკე ისე შეცვალა, რომ მისი ამოცნობა ძალზე გაგიჭირდებათ.
რამდენიმე კვირიანი მკურნალობის მერე რომელიც ფრისკემ გაიარა სლოუნ კატტერინგის სახელობის (Memorial Sloan-Kettering Cancer Сenter) ონკოლოგიის მემორიალურ ცენტრში, დაამთავრა რა ყველა საჭირო პროცედურა ის გაფრინდა ლოს–ანჯელესში. სწორედ ლოს–ანჯელესში დააფიქსირეს პაპარაცებმა ინვალიდის სავარძელში, როცა მას დამხმარე ქალი ასეირნებდა.
ცნობილია, რომ მომღერალმა ბავშვის გაჩენამდე არ მიმართა არანაირ სამედიცინო ჩარევას, რადგან არ სურდა ქიმიო და სხივურ თერაპიას ნაყოფი დაეზიანებინა. ბავშვის გაჩენის მერე კი იძულებული გახდა მიემართა ონკოლოგებისათვის თავის ტვინის მძიმე ფორმის სიმსივნის სამკურნალოდ.
სამწუხაროდ სიმსივნემ ისე შეცვალა მომღერლის გარეგნობა, რომ თითქმის შეუძლებელია ამ სურათებში ამოიცნოთ ლამაზი და მუდამ მხიარული ფრისკე.
ფრისკეს ახლობლების აზრით ის იმდენად მებრძოლი სულის ადამიანია, რომ დანებებას არ აპირებს უკანასკნელ წუთამდე.
მაშინ როდესაც პაპარაცებმა მას სურათები გადაუღეს, მას ორი დამხმარე ახლდა თან, მანამდე კი ცნობილია რომ მას გვერდიდან არ მოშორებია სამოქალაქო ქმარი დიმიტრი შეპელევი და მეგობარი ოლგა ორლოვა.
ყოველდღიურად ამ ორ უახლოეს ადამიანს მიჰყავდა ფრისკე ონკოლოგიურ ცენტრში ჩასატარებელი პროცედურებისათვის.
დიმიტრი იძულებული გახდა დროებით მოსკოვში ჩასულიყო, რათა გადაეღოთ ერთერთ ცნობილ პროგრამაში. ცნობილია, რომ ფრისკეს სამკურნალოდ საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო და დიმიტრიც იძულებული გახდა მიეღო შემოთავაზება გადაღებაზე.
დიმიტრი მოსკოვში ცოლის მშობლებთან ცხოვრობს, რათა ახლოს იყოს პატარა შვილთან რომელსაც ფრისკეს მშობლები ზრდიან.
შვილის ავადმყოფობა მხოლოდ პატარა ანტონის დაბადების მერე გავიგე–განუცხადა "ექსპრეს გაზეტას" ფრისკეს მამამ. რატომ არ გაიკეთა ჩემმა შვილმა ოპერაცია მაშინ, როცა ამის გაკეთება შეიძლებოდა? თან აქვე დასძენს–მე დარწმუნებული ვარ ჩემი შვილი სხვანაირად არ მოიქცეოდა ის პატარას არ შეუქმნიდა საფრთხეს ქიმიოთერაპიის გამოყენების გამო.
გთავაზობთ მომღერლის სურათებს, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემსავით თქვენც გაგიჭირდებათ ამ სურათებიდან ამოიცნოთ ლამაზი და მუდამ მომღიმარი ჟანნა ფრისკე

image
imageimageimageimageimage







9
213
20-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
213
  
2014, 20 თებერვალი, 15:20
საშინელებააა და როგორ მრცხვენია როცა ღმერთის წინაშე ვცოდავ და რაღაც ზედმეტი კილოგრამების გამო,რომელიც არცისეთი მნიშვნელოვანია, მახინჯი მგონია თავი და ვწუწუნებ....::(:(:( როცა ესეთ რამეს ვიგებ სინანული მატულობს მეტად...
2014, 20 თებერვალი, 15:19
:(((
2014, 20 თებერვალი, 15:07
:(
2014, 20 თებერვალი, 14:17
მხოლოდ დედა იგრძნობს თუ რამხელა მსხვერლი გაირო ამ ქალმა,მეტირება
2014, 20 თებერვალი, 14:04
რამდენი ადამიანი იქნებოდა ბედნიერი ეს დაავადება რომ არ არსებობდეს
2014, 20 თებერვალი, 13:59
ქიმიო და სხივური თერაპიის ბრალია. :((
2014, 20 თებერვალი, 13:57
:( ნამდვილად თან მისთვის წავიდა ამხელა რისკზე.ღმერღი არ გაწირავს (( როგორაა შეცვლილი გული Dამეწვა (
2014, 20 თებერვალი, 13:52
მთავარია გადარჩეს. პატარა ბიჭი ყავს და დედის გარეშე ცოდვა იქნებოდა.
2014, 20 თებერვალი, 13:50
ვაიმეე ღმერთო რა ცოდოა ((( ნეტა გადარჩეს და ძველებურად დაუბრუნდეს ცხოვრებას :'(
0 1 9