x
სხვადასხვაგვარად წაკითხული სხეულის ენა

imageერთმანეთთან ურთიერთობისას
ჩვენ გამოვხატავთ აზრებსა
და გრძნობებს, არა
მხოლოდ არჩეული სიტყვების მეშვეობით, არამედ, ჩვენი ხმის ტონით, სახის გამომეტყველებით
და სხეულის ენით. ნებისმიერი ფიზიკური ჟესტი, რომელსაც ვიყენებთ, ქვეცნობიერად
განსხვავებულადაა აღქმული სხვების მიერ. ზოგი ჟესტი პოზიტიურ ასოციაციებს ქმნის, ზოგი
კი პირიქით, ნეგატიურს.ურთიერთობის ბევრ ექსპერტს სჯერა, რომ ინფორმაციის უმეტესობას
ვეცნობით არავერბალურად (სიტყვების გარეშე), ვიდრე ვერბალურად (სიტყვებით). „სხეულის
ენა“ არის არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი შეიცავს ჩვენი ყოველდღიური
ფიზიკური ქცევის ბევრ ისეთ ასპექტს, როგორიცაა: ერთმანეთთან მისალმება, დგომა, ჯდომა ან
სიარული, ხელებისა და ფეხების პოზიცია, ხელებისა და თვალების მოძრაობები, რომელიც სხეულის
ენის ძირითადი ასპექტია.

სხეულის ენის შესწავლა
ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვებისა და გრამატიკის ცოდნა, ის მოიცავს სხვადასხვა კულტურების შეცნობას. ადრეული
ბავშვობიდან, ლაპარაკის დაწყებამდე, ჩვენს ვსწავლობთ ბევრს საკუთარი კულტურის შესახებ
სხეულის ენიდან, ჩვეულებრივ, ეს გაუცნობიერებელი პროცესია. სხეულის ენა ცვალებადია კულტურებს
შორის. ისინი, ვინც ორ ენას სწავლობენ, ყურადღებას უნდა აქცევდნენ, თუ როგორ ვინტერესდებით
სხვა ერების სხეულის ენით.
ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი: დაუწიეთ ტელევიზორის ხმას, და უყურეთ მხოლოდ
გამოსახულებას. თქვენ აღმოაჩენთ, რომ გაცილებით რთულია გაიგოთ, თუ როგორ ურთიერთობენ
ადამიანები უცნობ კულტურებში, ვიდრე ნაცნობში.
უცხო კულტურის მხოლოდ არავერბალური გაგება რთულად აღსაქმელია ჩვენთვის.


ზოგჯერ, კულტურულმა
განსხვავებებმა შესაბამის სხეულის ენაში შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და გაუგებრობა.
მაგალითად, არსებობს დეფინიციური კულტურული განსხვავებები, რამდენად უნდა შეუნარჩუნოს
მანძილმა ორ ადამიანს ერთად ლაპარაკის შესაძლებლობა. თუ მანძილს, რომელსაც „ინტიმურ
ველს“ უწოდებენ დაგირღვევენ, თქვენ თავს იგრძნობთ უსიამოვნოდ და შესაძლებელია სწრაფად
გადაადგილდეთ. ინტიმური ველი, დაახლოებით, ჩვენივე გაშლილი ხელის, პირდაპირი მიმართულების, ტოლია.


გაუგებრობის სხვა
გავრცელებულ მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ ღიმილი. ზოგიერთ აზიური ქვეყნის კულტურაში
ღიმილი შეიძლება გვიჩვენებდეს სიმორცხვეს ან მობოდიშებას. ხელოვნური ღიმილი შეიძლება
ტყუილის მაჩვენებელი იყოს.თუ ღიმილი ხელოვნურია, იგი მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს, ხოლო
ჭეშმარიტი ღიმილი თვალის კუთხეებამდე აღწევს და სახის გამომეტყველებას მთლიანად ცვლის.ასევე
ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ვივარაუდოთ, თუ რას ნიშნავს თავის დაქნევა, ეს არის „დიახ“,
თუ პირიქით - „არა“.ცნობილია, რომ საზოგადოდ
გავრცელებული დათანხმების ნიშანი ბულგარულ კულტურაში უარყოფას გამოხატავს. შესაბამისად, ადამიანები
არ არიან დაზღვეულები იმ შესაძლო ცუდი შედეგებისაგან, რომლებიც სხეულის ენას ახლავს
თან. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხეულის ენას განსხვავებულად ხსნიან, არსებობს საერთო
ენა, რომლის ამოცნობითაც ჩვენ მივხვდებით თუ როგორ პიროვნებასთან გვაქვს საქმე, სიამოვნებს
თუ არა ჩვენთან ურთიერთობა და ა.შ.


მომხსენებლები, როგორებიც
არიან ბრიტანელები, ამერიკელები და ავსტრალიელები და წარდგენას აკეთებენ ერთსა და იმავე
ენაზე არ იყენებენ ერთნაირ სხეულის ენას, მაგრამ უნდა მოხდეს თანხვედრა, რათა დამყარდეს
წარმატებული კომუნიკაცია. ბრიტანელები არიან ფორმალურები და თავდაჭერილები, რაც მათ
სხეულის ენაზეც აისახება. ამერიკელები ითვლებიან უფრო გახსნილებად, როცა ავსტრალიელები
მოდუნებულები არიან.


ენაში დასაშვები
შეცდომების შიშს არ უნდა მისცეთ უფლება საუბარი
გაგირთულონ, არ უნდა გეშინოდეთ უცხო კულტურაში შეუთავსებელი სხეულის ენის გამოყენების.ადამიანების
უმეტესობამ იცის, რომ განსხვავებულ კულტურებში ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
ერთსა და იმავე ჟესტებს.სასურველია სხეულის ენაზე რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ, რათა დავაკვირდეთ და თავიდან ავიცილოთ შეცდომები
ჩვენთვის უცნობ კულტურებში.





ბაია კუბლაშვილი

0
142
7-ს მოსწონს
ავტორი:ბაია კუბლაშვილი
ბაია კუბლაშვილი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0