x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134664
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
ლანდებთან ფერება

აქ მწველი მზე არ არის, იგი ვერ აღწევს ჩემამდე, რადგან ეს მზე მხოლოდ ზოგისთვის ანათებს, მე კი მეგონა ჩემიც იყო, იმ ათასების თუ ათიათასების მსგავსად, ვისთვისაც ის ანათებს.

აქ ლანდებს ეფერება სხივთა მარმაში, აქ ჩამალულა ცივ ნისლში სილაღე ფერთა, აქ ყოველივეს გადაეკრა მძიმე საბურველი და გახდა ყოველივე რთული, ძნელი, შორეული, ხან მისტიური.

არ ანათებს ჩემი მზე, გორებს იქით ჩაკარგულა, ჰორიზონტებს შეხიზვნია. აქ მე ვარ მარტო, წინ ვრცელი სამყაროა-მიწიერი, მოსაწყენი, გაურკვევი.

მზის სხივი კვდება, ღამე მერევა, მთვარეა...ცას ფერი გაქრობია, სიცოცხლის ფერი აღა აქვს, გაცრეცილა.აქ მე ვარ მარტო და რაღაც ლანდი, მირაჟი და ვეფერები“,

0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0