x
მეტი
  • 22.05.2024
  • სტატია:134808
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509171
ფრანგული მაჭკატები (ბლინები)-კრეპი ყველიერისთვის
imageბლინი-კრეპი, რომელიც საფუარის გარეშე მზადდება მეტად პოპულარულია საფრანგეთში. ყველაზე ცნობილია ფრანგული ბლინები "სიუზეტი" ფორთოხლის გემოთი.

კრეპის ცომი თხელია, მას უმატებენ კვერცხს, შესაბამისად ის არ იხევა და ელასტიურია. ცომს უმატებენ არა ზეთს, არამედ გამდნარ კარაქს.


12 ულუფა ბლინებისთვის დაგჭირდებათ:

კარაქი-60გ.


რძე-500 მლ.

ფორთოხალი-1 ცალი

კვერცხი-5 ცალი

ფქვილი-250 გ.

შაქარი 100 გ.


სიროფისთვის დაგჭირდებათ:

ფორთოხლის წვენი-500 მლ

შაქარი-275 გ.


სუფლესთვის დაგჭირდებათ:

ფქვილი- 1 ჩ/კ

კვერცხი- 5 ცალი

მწიკვი მარილი

რძე -500 მლ

ლიმონის და ალუბლის ცუკატები-200 გ


მომზადება ცომის:

ფორთოხალი გაფრცქვენით, რბილობიდან გამოწურეთ წვენი. ფქვილს შეურიეთ შაქარი და მწიკვი მარილი. ათქვიფეთ კვერცხი, აურიეთ. გააგრძელეთ მორევა და დაამატეთ რძე და ფორთოხლის წვენი. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ცედრა და კიდევ ამოურიეთ. ცომი სქელი არაჟანის კონსისტენციის უნდა იყოს.

კარაქი გაადნეთ ტაფაზე, შემდეგ დაამატეთ ცომში. აურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 2 სთ.

შემდეგი ნაბიჯი:
ტაფა გააცხელეთ, მოუსვით ზეთი, დაასხით ცომი ზედაპირი რომ დაფაროთ, მოატარეთ ტაფაზე წრიული მოძრაობით, რათა ცომი თანაბრად განაწილდეს ზედაპირზე. მოამზადეთ წუთნახევარი. გაადაბრუნეთ ბლინი და მოამზადეთ კიდევ ნახევარი წთ.

გამოაცხვეთ, სანამ ცომი არ დამთავრდება.

შემდეგი ნაბიჯი სუფლე:


გააცალკევეთ ცილა და გული. ათქვიფეთ კვერცხის გულები ფქვილთან და 100 გ. შაქართან ერთად, დაამატეთ გაცხელებული რძის ნახევარი. აურიეთ.მიღებული მასა გადაიტანეთ დარჩენილ რძიან ქვაბში, მუდმივად აურიეთ დაბალ ცეცხლზე 1 წთ. გადადგით ცეცხლიდან, 1 წთ-ის შემდეგ ისევ დააბრუნეთ, ერთ წუთში ისევ გადმოდგით, განუწყვეტლივ მოურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.


ცუკატები დაჭერით წვრილად და დაამატეთ კრემს.
ცილა ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან და მწიკვ მარილთან, გააკეთეთ ბეზე, დაამატეთ კრემს, ფრთხილად აურიეთ.


შემდეგი ნაბიჯი სიროფი:


ფორთოხლის წვენი შეურიეთ 125 გ შაქარს და გააკეთეთ სქელი სიროფი 15 წთ.

თითოეულ ბლინზე წაუსვით კრემი, გადაკეცეთ ოთხად. შეაწყვეთ აერღუმელში 200 გრადუსზე 6 წთ. გადაიტანეთ თეფშებზე და სუფრაზე მიტანის წინ მოასხით ფორთოხლის სიროფი


0
240
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0