x
image
რუსუდან ბერიძე
გემრიელი ბრაუნი ალუბლით და ხაჭოთი (მაშას რეცეპტებიდან)
image

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, ახლა მოვამზადოთ შოკოლადიანი ბრაუნი– ალუბლითა და ხაჭოთი.ამისთვის კი დაგვჭირდება შემდეგი

ინგრედიენტები:



–მწარე შოკოლადი–100გრ.

–კარაქი–120გრ.

–შაქარი–150გრ.

–კვერცხი–4ცალი

–პ/ფქვილი–150გრ.

–ხაჭო(რბილი)–300გრ.

–ვანილიანი შაქარი–1შეკვრა

–გაყინული ალუბალი–300გრ.

–მარილი–1მწიკვი

–გამაფხვიერებელი–1ჩ.კ.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

1) შოკოლადი დავამტვრიოთ და გავადნოთ კარაქთან ერთად ორთქლის აბაზანაში.

2) 2 კვერცხი და 50გრ შაქარი ავთქვიფოთ მარილთან და ვანილთან ერთად მიქსერით.

3)ხაჭოიანი კრემისთვის: ხაჭო ავთქვიფოთ 100გრ შაქართან და დარჩენილ 2 კვერცხთან ერთად მიქსერით ან დავამუშაოდ ბლენდერში, კრემისმაგვარი მასის მიღებამდე.

4)გამდნარი შოკოლადი, შევურიოთ ათქვეფილ კვერცხს და მიქსერით ავთქვიფოთ.დავამატოთ გამაფხვიერებელი და შევაზილოთ ფქვილი მიქსერით, ყველაზე დაბალ სიჩქარეზე.

5)მაღალ გვერდებიან ფორმაში(D=21სმ) რომელშიც კარაქია გამოსცხებული, მოვათავსოდ ცომის მესამედი.გავასწოროდ კოვზით.

6)მოვათავსოდ მასზე ხაჭოიანი მასის ნახევარი, მასზე კი მოვაწყოთ კურკა გამოცლილი ალუბლის რაოდენობის ნახევარი.

7) შემდეგ ისევ ცომის მესამედი, ისევ დარჩენილი ხაჭოიანი მასა, დანარჩენი ალუბლის მარცვლებიც მოვაწყოთ და ბოლოს ისევ ცომის მასა გავანაწილოთ კარგად მთელ ზედაპირზე.

8)ვაცხობთ წინასწარ 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ აირღუმელში 40–50 წუთის განმავლობაში.

9)შემდეგ გააცივეთ, დაჭერით ლამაზ ნაჭრებად და ისიამოვნეთ!


image

გემრიელად მიირთვით!



თქვენი მაშა










0
342
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0