x
image
maia
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
ზამთრის პერიოდში სახის კანს განსხვავებული მოვლა სჭირდება, ვიდრე წელიწადის სხვა დროს.

სიმშრალე, გაღიზიანება, ანთება, აქერცვლა-ყველაზე ხშირი სეზონური პრობლემებია, რომელთა მოგვარება შესაძლებელია სწორი მოვლის შედეგად.

ზამთრის განმავლობაში კანი ნაკლებ ცხიმს არ გამოყოფს, მაგრამ ტემპერატურული რყევების გამო ირღვევა ტენიანობის ბალანსი კანში.

კანის სიმშრალე, რომელსაც ზამთარში ვგრძნობთ, განპირობებულია ჰაერში დაბალი ტენიანობით და ცხიმის შენელებული განაწილებით კანის ზედაპირზე.
კანის მოვლის ნებისმიერი რეჟიმისას მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება და ტენიანობის შენარჩუნება.


პროტეინები და კოლაგენი უკეთესად ფუნქციონირებს ტენიან გარემოში. კანი, რომელიც ღებულობს საკმარის ტენს, უკეთესად მუშაობს და უკეთესად ეწინააღმდეგება გარეგან აგრესიულ ფაქტორებს.

საძინებელ ოთახში დადგით ჰაერის დამატენიანებელი, რათა ჰაერის ტენიანობა 30-40 %-ს ფარგლებში შენარჩუნდეს.

image
ზამთრის პერიოდში ბევრი ქალბატონი იყენებს მზისგან დამცავ საშუალებას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თოვლი აირეკლავს მზის სხივებს, რის გამოც ულტრაისფერი გამოსხივება ღრმად აღწევს კანში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსხივება ზამთარში ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ზაფხულში, დაბალი ტემპერატურის, მზის სხივების, ქარის და სხვა არახელსაყრელი გარემო პირობების თანხვედრა განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს კანზე.


როგორ მოვუაროთ აქერცლილ და გაღიზიანებულ კანს?

ნახეთქები კანზე ჩნდება კანის ბარიერის დარღვევის შედეგად, რადგან კანი ადვილად კარგავს ტენს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კანის მუდმივი გაღიზიანება განაპირობებს ნაადრევს დაბერებას. ამიტომ ზამთარში უნდა გამოიყენოთ ისეთი კრემი, რომელიც ქმნის კანის ზედაპირზე დამცავ ფენას და დაიცავს გაღიზიანებისგან.
თუ ზამთარში გიწითლდებათ ცხვირი, გამოიყენეთ სიწითლისგან დამცავი სპეციალური კრემი, რომელსაც მრავლად გვთავაზობენ კოსმეტიკური ფირმები. ასეთი კრემი შეიცავს პრობიოტიკებს, მაგ. Redness Solutions Urgent Relief Cream Clinique, რაც ხელს

უწყობს სიწითლის მომენტალურად მოხსნას, რომელსაც იწვევს ქარი, ყინვა, დაბინძურებული ჰაერი და სხვა გამაღიზიანებელი.
ლოყების სიწითლის მოსაშორებლად კი მინერალური პუდრი გამოიყენეთ, რომელიც ხსნის გაღიზიანებას და თანაბრად ანაწილებს ტონს. მაგ, იგივე Clinique-ს Redness Solutions Instant Relief Mineral Powder.

0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0