x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
ტორტი "კლასიკური ტირამისუ" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ამ გემრიელი ტორტის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი

ინგრედიენტები:


●კვერცხი–6ც.


● შაქარი–6 ს.კ.

● ხაჭო ცხიმიანი(20%-იანი)–750გრ.

●მზა ბისკვიტის 2 ფენა

●ჟელე–3ს.კ.

●გახეხილი შოკოლადი თავზე მოსაყრელად


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა :

1. გავაცალკავოთ კვერცხის გული და ცილა. გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად კარგად, ვიდრე არ გათეთრდება.

2. ხაჭო გავატაროთ საცერში და დავუმატოთ კვერცხიან მასას.

3. ცილა ავთქვიფოთ კარგად, რომ ამოვა და გასქელდება დავუმატოთ ხაჭოიან მასას თანდათან.

4. ჟელე გავხსნათ 150გრამ ცხელ წყალში, შევაგრილოთ და შევურიოთ პირვანდელ მასას.

5. ბისკვიტის ერთ ფენას დავადოთ კრემის ნახევარი, შემდეგ ისევ ბისკვიტი და გადავუსვათ დარჩენილი კრემი.შევდოთ მაცივარში 3საათი და სუფრასთან მიტანის წინ მოვახეხოთ შოკოლადი.


ბისკვიტი თუ არ გვაქვს მზა, შეგვიძლია სახლშიც დავაცხოთ.თითოეული ბისკვიტის ფენისთვის დაგვჭირდება:

5კვერცხი, 5ს.კ.შაქარი, 5ს.კ.ფქვილი, ვანილი.ბისკვიტის მომზადება კი ძალიან ადვილია.

image

გემრიელად მიირთვით!



თქვენი მაშა




0
203
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0