x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
გერმანული სალათა

imageინგრედიენტები:

1 თავი პატარა კომბოსტო.
6 ცალი კარტოფილი.
2 ცალი ქაშაყის ფილე.
3 ცალი კვერცხი.

ნახევარი შეკვრა კამა.

ნახევარი შეკვრა ოხრახუში.
4 ცალი დამჟავებული პიკული.
მარილი და შავი პილპილი.


მომზადება: მწვრილად დავჭრათ კომბოსტო, დავადგათ ტაფა, მოვასხათ ზეთი დაველოდოთ სანამ ზეთი გაცხელდება და ჩავყაროთ ტაფაში კომბოსტო და მოვშუშოთ, ასევე მოვასხათ ცოტაოდენი ვაშლის ძმარი და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ დავჭრათ კუბებად 6 ცალი მოხარშული კარტოფილი და ჩავყაროთ ჯამში. ასევე დავჭრათ მოხარშული კვერცხი კუბებად, აგრეთვე პიკულიც. მოშუშული კომბოსტო გავაგრილოთ, ამავდროულად დავჭრათ კამა და ოხრახუში. უგემრიელესი ქაშაყი დავჭრათ კუბებად და ჩავყაროთ ესეც კარტოფილში. კომბოსტოც მზად არის და ჩავყაროთ ესეც, ამას დავამატოთ დაჭრილი კამა და ოხრახუში შემდეგ მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით და კარგად ამოვურიოთ.


0
104
8-ს მოსწონს
ავტორი:სნეგურაჩკა
სნეგურაჩკა
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0