x
image
ნატალიანნა
ნათია ბადირეიშვილმა ბედი სამოდელო სფეროში ცადა?

ქართველი მსახიობი, "ქლაბ შოუ"-ს ვარსკვლავი ნათია ბადირეიშვილი ტელეეკრანზე რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება ალბათ ამაში ყველა დამეთანხმებით, მაგრამ მაინც ძალიან გამიკვირდა როცა მისი მონაცემები და ფოტოები სამოდელო სააგენტო "FAME AGENСY"-ის ოფიციალურ გვერდზე ვნახე. ნათიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიამ ნიქაბაძემ არ დაგვიმალა რომ ნათიასთან უკვე დიდი ხანია მეგობრობს და მიუხედავად სააგენტოს და დიზაინერების დიდი სურვილისა ნათია გადატვირთული გრაფიკის გამო ჩვენებებში მონაწილეობას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ ფოტოსესიებზე უარს არ ამბობს და როგორც კი თავისუფალ დროს პოულობს, სამოდელო სააგენტოს მოდელებს უერთდება და სხვადასხვა როლს იგებს.image











გთავაზობთ ნათიასა და ზემოხსენებული სამოდელო სააგენტოს ერთობლივ ნამუშევარს.

პროექტს სახელად "ბერძნული მითოლოგია" ქვია, სადაც ქართველმა ვარსკვლავმა პერსეფონეს როლი მოირგო.imageimageimage


0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:ნატალიანნა
ნატალიანნა
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0