x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134676
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508999
ხაჭოს ნამცხვარი

image
ინგრედიენტი:


ხაჭო - 200 გრ
არაჟანი - 200 გრ
შაქარი - 150 გრ
გარგარის ჩირი - 100 გრ
ფქვილი - 30 გრ

ორი კვერცხის ცილასთან ერთად ავთქვიფოთ 150 გრ შაქარი, კარგად ავთქვიფოთ ცილა ისე, რომ მასა მივიღოთ ერთგვაროვანი, 200 გრ ხაჭოს და 200 გრ არაჟანს დავუმატოთ ათქვეფილი ცილა, შემდეგ გავაერთიანოთ მასა მიქსერით. მივიღებთ თხევად ერთგვაროვან მასას .დავუმატოთ 100 გრ გარგარის ჩირი. შესაძლებელია სხვა ხილის ჩირიც. გარგარის ჩირი დავჭრათ პატარა კუბიკებად და დავუმატოთ მასას, ასევე 1 შეკვრა ვანილი, რაც კიდევ უფრო გემრიელს გახდის, კოვზით ამოვურიოთ ამ ყველაფერს. ბოლო ეტაპი არის ფქვილის დამატება, 30 გრ ფქვილი, ეს არის დაახლოებით 1 სუფრის კოვზი და ნახევარი, კარგად ამოვურიოთ, რომ ფქვილი თანაბრად განაწილდეს. გადავიტანოთ გამოსაცხობ ყალიბში, პატარა ფორმა ავიღოთ. გავითვალისწინოთ რომ ნამცხვრის მოცულობა გამოცხობისას გაიზრდება.
ნამცხვარი ცხვება 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და მიირთვით გემრიელად.


0
201
7-ს მოსწონს
ავტორი:სნეგურაჩკა
სნეგურაჩკა
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0