x
ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს

imageრუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს შესაძლებლობას საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. მან ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის ჟურნალისტის მიერ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მიმავალი სიგნალები და სიტუაციის ისე განვითარება როგორც ახლა ვხედავთ, იძლევა შესაძლებლობას დავაბრუნოთ უვიზო რეჟიმი. ეს დაეხმარება ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობაში, ასევე მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში. გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არ გაუქმდება.

0
57
3-ს მოსწონს
ავტორი:თათი_
თათი_
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0