x
image
maia
ულტრა მოდური მაკიაჟი წვეულებისთვის-ფერადი "smoky eyes"
წლევანდელ სეზონზე კლასიკური მაკიაჟი "ბუნდოვანი თვალები" მხოლოდ მუქ ფერებში არ არის წარმოდგენილი. დიზაინერებმა პოდიუმზე მათი ფერადი ვარიაციები წარმოადგინეს.

"ფერადი თვალები" სწორედ სადღესასწაულო მაკიაჟის განუყრელი ნაწილია.


იისფერი

მეტად აქტუალურია რბილი იისფერი ელფერი, ნაზი, როგორც იის ფურცლები. შემოატარეთ კონტური თვალის ირგვლივ იისფერი ფანქრით. ზედა და ქვედა ქუთუთოს ცენტრში დაიტანეთ მოციმციმე კრემისებური ჩრდილები, დატუშეთ, ზემოდან გაამყარეთ იმავე ფერის პუდრისმაგვარი ჩრდილით. წამწამები შავი ტუშით შეღებეთ.


image

image
Jason Wu


ოქროსფერი

ლითონისმაგვარი ბზინვარება ვარდისფერ, ყვითელ და წითელ ფერებში ადვილად ირევა ერთმანეთში და მარტივად წასასმელია.

აიღეთ ნებისმიერი ორი ფერი, უფრო მუქი დატუშეთ თვალის გარშემო, ღია ფერით კი გამოყავით ზედა ქუთუთოს ცენტრი. არ დაივიწყოთ ფანქარი, ტუშით მხოლოდ წამწამების დასაწყისი შეღებეთ.
image

J. Mendel


ვარდისფერი

მაკიაჟი ვარდისფერით არის გაბედული ქალბატონებისთვის. მუქად შემოხაზეთ თვალები ყავისფერი ფანქრით და გაანაწილეთ ფერი ზედა და ქვედა ქუთუთოზე ვარდისფერ-ბორდოსფერი ჩრდილებით. შთაგონების წყაროდ შეგიძლიათ Gucci-ს ზამთრის ჩვენების მაკიაჟი გამოიყენოთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ წაისვათ ვარდისფერი პიგმენტი თვალის შიდა კუთხეში, რადგან დაღლილი გამოხედვა გექნებათ.

image

Gucci


ბრინჯაოსფერი

უნივერსალური ფერია. თვალის ზედა კონტური გამოყავით ყავისფერი ფანქრით, ზედა კი შავით. შემდეგ დატუშეთ ბრინჯაოსფერი ჩრდილებით ზედა და ქვედა ქუთუთო. კრემისებური ტექსტურა ნაკლებად მუქია, ამიტომ ის დღის მაკიაჟისთვის აირჩიეთ.

საღამოს კი ეფექტი შეგიძლიათ გააძლიეროთ ზემოდან პუდრისმაგვარი ჩრდილების დამატებით.

image

Tom Ford

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0