x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
რულეტი ინდაურის ბარკლების ფილესგან. მდოგვის და ნიგვზის შიგთავსით.
image

შემადგენლობა:

• ინდაურის ბარკლის ფილე.
• მშრალი წითელი ღვინო 150 მლ
• ტკბილი მდოგვი 1 სუფრის კოვზი
• ნიგოზი
• მწვანილი
• მარილი
• შავი წიწაკა
• ტკბილი წიწაკის ფხვნილი


image
გამოვაძროთ ინდაურის ბარკალს ძვლები დავაყაროთ მარილი, შავი პილპილი და დავამატოთ ღვინო და გავაჩეროთ ერთი ღამე. დავფქვათ ნიგოზი ამოვიღოთ ხორცი ღვინის წვენიდან, წაუსვათ მდოგვი და დავტენოთ ხორცი ნიგოზით.


image


დავახვიოთ გაჟღენთილი და ნიგვზით დატენილი ხორცი რულეტივით.


image

ზემოდან მოვაყაროთ შავი პილპილი ან აჯიკა. ფორმა გავაკეთოთ
ფოლგის ფურცლისგან, ბრჭყვიალა მხარით ზემოდან და რულეტი მოვათავსოთ ფორმაში.


image

დავახუროთ ფოლგა ყველა მხრიდან.

image

მოვათავსოთ ღუმელში 230 გრადუსზე 35 წუთის მანძილზე ამის შემდეგ მოვხსნათ ფოლგა დაუწიოთ ღუმელს 180 გრადუსამდე და კიდევ გამოვაცხოთ 30 წუთი.

image

რულეტი ბოლომდე გავაცივოთ მაცივარში და ამის შემდეგ
მოვხსნათ ძაფები. დაჭრათ ლამაზ ნაჭრებად და გავიტანოთ მაგიდაზე.















0
208
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0