x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
როგორ ამზადებენ მონტენეგროში გემრიელ და არომატულ ყავას.ეს იქ ერთგვარ ხელოვნებად ითვლება

image


ჩვენც არ გვაწყენს გავიზიაროთ მათი გამოცდილება და ვისწავლოთ გემრიელი ყავის მოდუღება.შეიძლება ცოტა უცნაურადაც
მოგეჩვენოთ, მაგრამ მოდი გავსინჯოთ ამ წესით მოდუღებული ყავა როგორ მოგვეწონება.
მონტენეგროში ასე ადუღებენ გემრიელ ყავას:ავიღოთ ერთი ფინჯანი წყალი და ჩავასხათ მადუღარში, ჩავყაროთ სასურველი რაოდენობის
შაქარი და ავადუღოთ.გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავდგათ რომ ცოტა შენელდეს.ავიღოთ 2კოვზი ყავა და ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და შევდგათ ისევ ძალიან დაბალ ცეცხლზე.როგორც
კი პირველი ბუშტულები გაჩნდება ყავის ზედაპირზე, მაშინვე გადმოვდგათ ცეცხლიდან, თორემ თუ ისევ წამოდუღდა, მაშინ კომპოტი გამოვა და არა ყავა. ხელის სწრაფი
მოძრაობით დავასხათ ფინჯანში, რომ ყავის მთელი ქაფი ზემოთ მოექცეს.თუ სქელი ქაფი ადგას ყავას ზემოდან, მაშინ გილოცავთ–წარმატებით გამოგივიდათ.ასეთი წესით მოდუღებულ ყავაში
შენარჩუნებულია ყავის ნამდვილი არომატი.რათქმაუნდა ყავის ხარისხიც გასათვალისწინებელია.
როცა ყავა უკვე ფინჯანშია, ცოტა დავასვენოთ–1-2 წუთი, მერე ზედაპირზე ფრთხილად კოვზით ამოვურიოთ, რომ მთელი ქაფი ქვემოთ დაილექოს და ისე მივირთვათ.
არსებობს ყავის აღმოსავლური სანელებლებიც.შეგვიძლია შევანელოთ ყავა ცოტა ზაფრანით ან ძირათი და თქვენს მაგიდასთან მსოფლიოში უგემრიელესი ყავა შეიძლება აღმოჩნდეს.

ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების!



მოადუღეთ და მიირთვით გემრიელად, სურნელოვანი და არომატული ყავა!













0
85
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0