x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134522
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
გემრიელი ნამცხვარი–"საშობაო ვარსკვლავები" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ეს ორიგინალური და თან უგემრიელესი ნამცხვარი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს საახალწლო და საშობაო სუფრას, თან პატარებსაც გაახარებთ მისი ორიგინალობის გამო.შეგიძლიათ ნაძვის ხეც კი დაამშვენოთ, თუკი რამდენიმე ასეთ ვარსკვლავს ნაძვისხეზე ჩამოკიდებთ.ახლა დაწვრილებით მოგითხრობთ მისი მომზადების რეცეპტს, რაც ძალიან მარტივია.

საჭირო ინგრედიენტები:

–250გრ–––––დაფქული ნუში


–150გრ–––––შაქრის პუდრა

–1ჩ.კ–––––––დაფქული დარიჩინი

–1–––––––––კვერცხი

–1ს.კ–––––––ნუშის ლიქიორი


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

კვერცხის გული და დანარჩენი პროდუქტები ავურიოთ თასზე და შემდეგ მიქსერის დახმარებით ავთქვიფოთ, ვიდრე ერთგვაროვან მასად არ გადაიქცევა.მიღებული ცომი გავაბრტყელოთ ნამცხვრის ქაღალდზე 5-6მმ–სისქეზე.ვარსკვლავის ფორმით გამოვჭრათ ვარსკვლავები და შემდეგ გადავუსვათ თეთრი მინანქარი.

მინანქრისთვის დაგვჭირდება 1კვერცხის ცილა და 70 გრ.შაქრის პუდრა.ავთქვიფოთ კარგად მიქსერით და მინანქარიც მზადაა.

უკვე მომინანქრებული ვარსკვლავები შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად 150°, 12-15 წუთის განმავლობაში.

ალბათ დარწმუნდით რომ სულ უბრალო გასაკეთებელია, მაგრამ ძალიან გემრიელია.გააკეთეთ და ...


მიირთვით გემრიელად!image


მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით!


თქვენი მაშა



2
151
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
151
  
2013, 12 დეკემბერი, 16:40
არა შენ აშკარად გაგვასუქებ :D კარგია))))
0 1 2