x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ ეთვლება ჩინელ ბიჭს საქართველოში ნაკლად ის, რაზე უარესსაც ქართველები სჩადიან უცხოეთში.

imageჩინელი ბიჭის წერილები რომ ძალზე აქტუალური გახდა დღეს, ამაში ალბათ ბევრი დამეთანხმებით. შემთხვევით აღმოვაჩინე ამას წინათ ერთ-ერთი ჟურნალის ზაფხულის ნომერში "კიდევ ერთი" მისი ასეთი წერილი სათაურით: "რატომ ეთვლება ჩინელ ბიჭს საქართველოში ნაკლად ის, რაზე უარესსაც ქართველები სჩადიან უცხოეთში", ხოდა გადავწყვიტე თქვენთვისაც გამენდო.



"გამარჯობა დედა, როგორ ხარ? ყველა ძალიან მენატრებით.

გუშინ ბაზარში ვიღაც ქალმა ჩემგან ძალიან ბევრი რამ იყიდა, მითხრა იაფად ჰყიდით, მაგრამ ბევრ ნაგავს ეზიდებით და ჩვენზე ასაღებთო. ვუთხარი თუ ნაგავია ქალბატონო რაღას ყიდულობთქო და კინაღამ თავში დამამხო ყველაფერი - რას ჩამოეთრიეთო.


დედა, ქართველების უმეტესი ნაწილი უცხოეთშია წასული და დღე არ გავა ტელევიზიით არ გამოაცხადონ ქართველი ემიგრანტების კრიმინალის შესახებ. ანუ ქართველების უმეტესობა ევროპაში მიდის, სადაც ქალების უმრავლესობა მოხუცებს უვლის, ხოლო კაცები კი ტანსაცმელს და საჭმელს იპარავენ. საქართველოში კი არცერთ ჩინელს კრიმინალური დანაშაული არ ჩაუდენია და კიდევ ჩვენ გვეჩხუბებიან.


როცა ქართველი უცხოეთში ცხოვრობს, რაღაცნაირად სხვებზე მაღლა დგას. ახლობლებს კი ჰგონიათ რომ კარგი სამსახური იშოვა და მათი მშობლების თქმით იგი თითქოს რაღაც პროექტზე მიიწვიეს, არადა მისმა უბნელმა ბიჭებმა ძალიან კარგათ იციან იქ რისთვისაც წავიდა. ასეთი ყოფილი ემიგრანტი დღეს დეპორტირებული ისევ უბნის ბიჭებში დგას; პრიალა ფეხსაცმლის ნაცვლად სპორტული ბოტასები აცვია, შავი ძველი შარვლის ნაცვლად - ოდნავ გახეხილი ღია ფერის ჯინსი, ობობის ქსელის ნახატიანი, ოდნავ გახუნებული მაისურის ნაცვლად კი სპორტული ქურთუკი. თმაც სხვანაირად აქვს დავარცხნილი, ადრე თუ გვერდზე გადავარცხნილი ჰქონდა, ახლა - შუაში გადაყოფილი, აჩეჩილი და რაღაცით გაპრიალებული აქვს. მერე რა, რომ ჯიბეში ლარიც არ უდევს და შეყვარებულთან შესახვედრათ დედის პენსიას ელოდება, ამის მიუხედევათ ყველა გოგო ეპრანჭება. მერე რა, რომ ერთი წიგნი არ აქვს წაკითხული, სამაგიეროდ ევროპაშია ნამყოფი, ყველას განათლებული ჰგონია და პატივს სცემენ.


მაგალითად რუსეთში, კრიმინალური ავტორიტეტის 70% ქართველი დაფიქსირდა, ევროპაში ტანსაცმლის და საჭმლის მომპარავი ქართველის კი 40%.

ჩვენ დაგვცინიან ერთ ოთახში რამდენნი ცხოვრობთო და უცხოეთში თვითონაც ასე ცხოვრობენ და უცხოეთი რათ გვინდა, ბევრი მათგანი ვიცი ვინც აქ ერთ ოთახში ასე ბევრნი ცხოვრობენ, მერე გამოვლენ გარეთ და ჩვენ დაგვცინიან.

მართალია საქართველოდან გაქცევას ქართველებს სოციალურად გაუსაძლისი პირობები აიძულებთ, მაგრამ ვფიქრობ ამ ყველაფრის ფონზე ჩინელებს და არც სხვა ერს არ უნდა მოექცნენ ცუდათ. ამბობენ ქართველები სტუმართმოყვარე და ყველაზე თბილი ერიაო, მაგრამ მე ვერაფერი დავინახე მათში მსგავსი.

ეს არის სულ დედა, მერე კიდევ მოგწერ. გკოცნით ყველას, თქვენი ტობი ვონგი".


13
398
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
398
  
2013, 12 დეკემბერი, 20:22
ყველა გოგო კი არაა ეგრე მასე მისნაირი ცალტვინები თვლიან...
2013, 11 დეკემბერი, 17:28
მერე რა, რომ ერთი წიგნი არ აქვს წაკითხული, სამაგიეროდ ევროპაშია ნამყოფი, ყველას განათლებული ჰგონია და პატივს სცემენ----- ზუსტია :)))
2013, 11 დეკემბერი, 16:44
ჟურნალები ზაფხულის ნომრის განსაკუთრებითაა აჭრელებული, მარტო ეს კი არა ბევრი ამისთანაა ხვებიც, მოგვიანებით იმათაც შემოგთავაზბთ.
2013, 11 დეკემბერი, 16:10
ეს წერილი საიდან გავრცელდა .... ?
2013, 11 დეკემბერი, 15:49
ნამდვილად და თანაც დიდად
2013, 11 დეკემბერი, 15:47
სამწუხაროდ
2013, 11 დეკემბერი, 15:45
მამის ზედმეტი და უაზრო ამბიციები და შვილის უთავმოყვარეობააა ეგ ყველაფერი. :)))
2013, 11 დეკემბერი, 15:44
ცოლის კმაყოფაზე ეგ აქვე აღარაფერი, და ვისაც ცოლი ჰყავთ თვეობით და წლობით გაგზავნილი სხვა ქვეყანაში მაგათ თავში ჩამახედა რააა
2013, 11 დეკემბერი, 15:11
ეს იმიტომ რომ უსაფუძვლო და უპერსპექტივო ამბიციები გვაწუხებს,იმიტომ რომ მშობელი ჯერ კიდევ 25 წლის კაცს თავად ყიდულობს საცვალს და წინდას, აღარ გავაგრძელებ:))))))))
შენ შვილი როგორ გეკადრება იმუშაო გამიდველად?სამრეცხაოში?ან მუშად?
ამისტვის გაგზარდე?
ხოდა კისერი უფრო და უფრო გრძლედება:))))))))))))
2013, 11 დეკემბერი, 14:33
ნამდვილად, ბევრი ვიცი და სხვათაშორის მამაკაცი, რომელიც ცოლის კმაყოფაზე ცხოვრობს იმის გამო, რომ თაკილობს ზოგიერთ სამსახურს და არ იციან რომ ლანგრით სახლში არავინ მიართმევს მინისტრის სკამს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10