x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134676
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508999
პანფორტე შოკოლადით და ნიგვზით (ცხობის გარეშე)
imageპანფორტე ტრადიციული იტალიური ნამცხვარია, რომელიც, როგორც წესი, გამოცხობას საჭიროებს. ამჯერად წარმოგიდგენთ ვარიაციას, რომელსაც არ სჭირდება ცხობა და ძალიან მარტივი მოსამზადებელია.


ინგრედიენტები:


შავი შოკოლადი - 250 გ.

კვერცხის ცილა - 3 ცალი


ცუკატები (მშრალი ხილი) - 50 გ.

დაჭრილი ნუში - 200 გ.

დაჭრილი ნიგოზი - 100 გ.

დაჭრილი თხილი - 50 გ.

შაქრის პუდრი - 200 გ.

ლიქიორი (კონიაკი ან არაყი) - 4 ს.კ.


ზემოდან მოსასხმელად:


შავი შოკოლადი - 100 გ.

შაქრის პუდრი - 70 გ.


შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე. ცალკე გავთქვიფოთ ცილები ბეზეს მიღებამდე. შევურიოთ შაქრის პუდრი, ნუში, თხილი, ნიგოზი, ცუკატები და ლიქიორი. კარგად ავურიოთ და ფრთხილად დავამატოთ გამლღვალი შოკოლადი. ისევ კარგად ავურიოთ.


ავიღოთ 18 სანტიმეტრის დიამეტრის და 3 სმ. სიღრმის მრგვალი ფორმა. ჩავაფინოთ ცელოფანი და გადავიტანოთ მასში მიღებული მასა. უკეთესია, თუ სილიკონის ფორმას გამოვიყენებთ. დავტოვოთ მინიმუმ 2 საათით. როცა პანფორტე გაცივდება, ამოვიღოთ ფორმიდან და მოვაცილოთ ცელოფანი.


მინანქარისთვის წყლის აბაზანაზე გავალღოთ 100 გ. შოკოლადი. ცალკე, პატარა ჭურჭელში შაქრის პუდრს დავამატოთ 2 ს.კ. წყალი და ისიც გავალღოთ დაბალ ცეცხლზე. როცა შაქარი ბოლომდე გალღვება დავამატოთ შოკოლადი. გამოგვივა სიროფისებრი მასა.


შოკოლადის მინანქარი დავასხათ პანფორტეს და დავაცადოთ 1 საათი, სანამ შოკოლადი გამაგრდება.


ამის შემდეგ ჩვენი შოკოლადის პანფორტე მზადაა.


0
407
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0