x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ელექტრონავტი 2013"-ის ნომინანტები 19 დეკემბერს გამოცხადდებიან

ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალი
"ელექტრონავტი 2013"-ის ჩატარების ზუსტი დრო უკვე ცნობილია.
დაჯილდოების ცერემონიალის თარიღი 2013 წლის 21 დეკემბერია.
ცერემონიალი თბილისის "ივენთ ჰოლი"-ში ჩატარდება და ის განსაკუთრებული წელს იმით იქნება, რომ სხვა წლებთან
განსხვავებით წელს ცერემონიალის შემდეგ სპეციალური საკონცერტო პროგრამა ექნება. მიღწეულია შეთანხმება "Cumbo Records"- ის არტისტებთან, რომლებიც ახალი პროექტის პრეზენტაციასimage
ელექტრონავტებს დაამთხვევენ. ასევე დასრულდა მოლაპარაკება საკონცერტო გამოსვლასთან დაკავშირებით პოპულარულ შვედ დი ჯეი და პროდიუსერთან აქსელ ბომანთან, რომელიც
წლევანდელი საკონცერტო ნაწილის ჰედლაინერი იქნება. საღამოს დახურავს "Zurkin"- ის დი ჯეი სეტი. ელექტრონავტებს წელს ორი წამყვანი ეყოლება, ნათია ორაშვილი და გიორგი
ზურაბიშვილი. "არტარეა"- ს ჯგუფი სპეციალურ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს ღონისძიების შესახებ.როგორც ინოვაციური პოპკულტურის მხარდამჭერი ფონდი "ელექტრონავტი"-ს პროდუსერმა სერგი გვარჯალაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, "ელექტრონავტი 2013"-ზე გამოვლინდება ბოლო ერთი წლის საუკეთესო ნამუშევრები და ნომინაციაშიimageგამარჯვებულს, მუსიკის მოყვარულთა გარდა საერთაშორისო ჟიურიც გამოავლენს. მისი თქმით, წელს კონკურსანტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, თანაც ნამუშევრების დონე საკმაპდ მაღალი იყო და ჟიურის გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ფავორიტები უკვე ყავს, სერგის თქმით, გადაწყვეტილება ჟიურიმ ერთად უნდა მიიღოს.
წელს კონკურსში 75 არტისტმა მიიღო მონაწილეობა 170 ნამუშევრით. მეორე ეტაპზე 30 ნამუშევარი გავიდა:Alex Phase - Rachelle;
Baki Lortkipanidze - მესიზმრები ხოლმე
Bakradze - Jungle Of Mystery
Beburi Asatiani - Deep Space
Berika - RAFFF [remember the Future]
Bibi Kvachadze - Another Day
Bosberaad - I Need Drugs
Chikovani & Maglaferidze - Tell Me Your Secret
Digital Sadhu - Why
Dutch Lover - Glory Hole
Eko & Vinda Folio - აგურით ხელში
Greembeam & Leon - Evolotion
HVL - Departure
Katsi - Kinphaliimage
Landmark - Pride
LeeU - Left Brain
LUNA9 - Tick Tickle
Lusor - Waldeinsemkeit
Naftik - We Run Away
Nicolas Alisferi - Secondlife
Polymotion - Limah
Rotkraft - It’s All
Sesil - Day N1
Sikha - So Plan
Sinoptik Music - Blind
Subex Dubs - Forgotten Ruins
Svansikh - I Have To Go
Toresa Mossy - შენ მე ვერ მასწავლი ჭკუას
Traum A - Traumer
Vincent Volt - Random Landscapes
ინტერნეტით ხმის მიცემა 9 დეკემბერს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი შემდეგი ნომინაციებისგან შედგება: წლის სპონსორი; წლის ვებ-გვერდი/ვებ-პორტალი;წლის საუკეთესო ვიდეო ნამუშევარი; წლის საუკეთესო ივენთი (კონცერტი, დი ჯეი სეტი ან ფესტივალი); წლის საუკეთესო ვენიუ (კლუბი ან საკონცერტო დარბაზი); წლის საუკეთესო ქართველი დი-ჯეი; წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები; წლის საუკეთესო ალბომიEP; წლის საუკეთესო მუსიკოსი (ელექტრონავტი)
ცერემონიალიში საკონცერტო გამოსვლებით ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას: გოგი ძოძუაშვილი, Rotkraft, Green Been & Leon, Sophie Villy, ნიკა და მაქს მაჩაიძეები, მაია დარსმელიძე,
და სხვა. (საბოლოო სია ზუსტდება). ელექტრონავტებზე მოხვედრა წელს მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.
ელექტრონავტებთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია 19 დეკემბერს ჩატარდება, სადაც კატეგორიებში წარდგენილი ნომინანტები გამოცხადდებიან.
"ელექტრონავტები"-ს პირველი დაჯილდოების ცერემონიალი 2008 ჩატარდა და მისი მთავარი
მიზანი, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, დღემდე იგივეა – პოპკულტურის, თანამედროვე, ინოვაციური ფორმების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და მოტივაცია.

0
62
3-ს მოსწონს
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0