x
image
პერსეპოლისი
ნარგიზ ზაკიროვას ბიოგრაფია და ფოტოები.

image

უზბეკური წარმოშობის რუსული „ახალი ხმის“ მონაწილე ნარგიზ
ზაკიროვა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, დაიბადა 1970 წლის 6 ოქტომბერს
ტაშკენტში. მისი მშობლებიც მუსიკოსები იყვნენ. კერძოდ, დედა ლუიზა ზაკიროვა 60–70–იანი
წლების პოპულარული მომღერალი, ხოლო მამა დასარტყამი ინსტრუმენტების ცნობილი შემსრულებელი
იყო. სწორედ მამის ავადმყოფობამ და მოგვიანებით გარდაცვალებამ შეუშალა ხელი აწ უკვე მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულ შემსრულებელ ნარგიზ ზაკიროვას 2012 წელს მიეღო პროექტში
მონაწილეობა.

ნარგიზ ზაკიროვა პირველად სცენაზე 4 წლის ასაკში წარსდგა
მაყურებლის წინაშე.15 წლის ასაკში კი მისი რამდენიმე სიმღერა ჩაიწერა ფილმისთვის.
1995 წლიდან იგი მშობლებთან ერთად გადავიდა ამერიკაში, ნიუ–იორკში საცხოვრებლად. იქ ცხოვრების პირველ წლებში მუშაობდა მაღაზიაში, პიცერიაში, ვიდეოსალონსა და ტატუ–სალონში.
ასევე, მღეროდა რესტორანში. ამერიკაში მოღვაწეობისას 2001 წელს ჩაწერა ალბომი, მღეროდა სხვადასხვა ჯგუფებში.

2013 წელს ამერიკის X-ფაქტორში გადალახა 3 ეტაპი, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო რუსეთის „ახალ ხმაში“, სადაც
დღემდე მაყურებლის მოწონებას და უამრავ ნახვას იმსახურებს მისი ვიდეოები YOUTUBE-ზე.

მომღერალი გათხოვილია და ხშირად სკანდალურ ფოტოებსაც
აქვეყნებს სოციალურ ქსელებში.


image

imageimageimageimageimageimageimageimageimage













0
184
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0