x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134665
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508993
რეკორდის დასამყარებლად მიღებული 29 000 კალორია და დაგვიანებული სინანული

imageბარი ოსტინმა 20 წლის ასაკში გადაწყვიტა, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი ადამიანის სახელი დაემკვიდრებინა და ამ სტატუსით რეკორდსმენი გამხდარიყო. მიზნის მისაღწევად ის დღეში 29 000 კალორიას იღებდა. ინგლისელმა კაცმა შეძლო, დოკუმენტური ფილმებისა და ტელეგადაცემებისათვის საინტერესო თემა გამხდარიყო, თუმცა ახლა, 47 წლის ასაკში, მას ზედმეტი წონის მოცილება სურს.
ოსტინის მაქიმალურმა წონამ 415 კილოგრამს მიაღწია, თუმცა სამი წლის “შიმშილის“ შედეგად, ახლა ის 290 კილოს იწონის. ინგლისელი მამაკაცი თავის ახირებულ სურვილს ძალიან ნანობს და ახალგაზრდებს წონის კონტროლისკენ მოუწოდებს.
ბარი ადრეულ წლებში ტაქსის მძღოლად მუშაობდა და რაგბს თამაშობდა, ახლა კი არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მისი სახლი დღეს პატარა ბუნგალოს ემსგავსება. ოთახებს შორის კარები ძალიან ფართოა და ყველაფერი მისთვის მოსახერხებელ ადგილას დევს. ბარი აღიარებს, რომ შხაპს მჯდომარე მდგომარეობაში იღებს, რადგან მოძრაობისას ძალიან იღლება.
ოსტინი დღის მანძილზე 12 ლიტრ კოკა-კოლას სვამდა, თუმცა ახლა მხოლოდ 2 ლიტრით იფარგლება.
2004 წლამდე ბარი ბრიტანეთის ყველაზე მსუქან ადამიანად ითვლებოდა, თუმცა მას კეიტ მარტინმა “სულ რაღაც” 35 კილოგრამით “აჯობა.” 2009 წლიდან კი ოსტინი ჩვეული წონის დაბრუნებას ცდილობს და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აღწევს.

imageimageimageimage



0
39
შეფასება არ არის
ავტორი:Leo_N
Leo_N
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0