x
image
პერსეპოლისი
12 იანვრიდან 24 იანვრამდე და 15 ივლისიდან 25 ივლისამდე დაბადებული ადამიანების დახასიათება დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით.

image12 იანვრიდან 24 იანვრამდე და 15 ივლისიდან 25 ივლისამდე დაბადებული ადამიანები დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით თელასთან ასოცირდებიან.

თელა დიდი, ტანადი და ლამაზია. ძალზე მიმზიდველია, თუმცა სხვაგვარი შემკავებლობა დაჰყვება. მაინცდამაინც როდი აქცევს თავს ყურადღებას.იცვამს თავისებური სისადავით. ხშირად ვერც კი თმობს თავის საყვარელ ძველ სვიტერს.

თელა არ არის მომთხოვნი და არ უყვარს თავისი ცხოვრების
გართულება.მისთვის დამახასიათებელია სიმშვიდე და გაწონასწორებულობა. ყველაზე თვალსაცემი ნაკლია ზოზინი. ჭკუის დამრიგებლობისაკენ მიდრეკილობა მისი ყველაზე აუტანელი თვისებაა.

იგი პირდაპირი და გულღიაა, თავისი გულუხვობით განაიარაღებს
ნებისმიერს.შჯერა ადამიანური სიკეთის.საქმე, რომელსაც იცავს, მუდამ კეთილშობილურია და სწამს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარებას.სხვებზე მეტად ხელმოცარულია.შეუძლია ბევრი
რამის გაკეთება თავისი ახლობლების საკეთილდღეოდ.განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის
გრძნობა.

გრძნობებს ავლენს მგზნებარედ, ზოგჯერ მხურვალედაც. თუ
მისი არჩევანი წარმატებით არის შერჩეული, მაშინ შეუძლია ისეთი პირობები შექმნას, რომ სიყვარულმა მის ოჯახში ბრილიანტის ქორწილამდეც მიაღწიოს.

უყვარს ხელმძღვანელობა და ნაკლებად ემორჩილება ხელქვეითებს.გავლენას ახდენს სხვებზე და არცთუ იშვიათად სარგებლობს ამ გავლენით.ხელეწიფება ადამიანთა მართვა.მისი
მოთხოვნები ისევე დიდია, როგორც ის სიყვარული, რომელსაც გასცემს.

მოთმინებით დაჰყევით, რადგან იგი ამის ღირსია.დიდი ერთგულება
შეუძლია.აქვს ჯანსაღი გონი და მოქნილი ხელი. გამოირჩევა ცოცხალი, კონკრეტული და პრაქტიკული
ჭკუით. დაჯილდოებულია იუმორის გრძნობით და ხშირად ამ გრძნობას გამოჰყავს გულგატეხილობიდან.

მისი ცხოვრება სასიამოვნოდ წარიმართება ყოველგვარი ძვრების
გარეშე. ანუ ისე, როგორც თვითონ ისურვებს.

თელის ნიშნით დაბადებულები გამოირჩევიან დაკვირვებულობით, ორგანიზატორული ნიჭით, რეალიზმით.

თელის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან მოლიერი, ედგარ
პო, სტენდალი.



1
52
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
52
  
2013, 23 დეკემბერი, 14:17
ბევრი რამ ემთხვევა:)
0 1 1