x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508657
მაკარონი tagliatelli ყაბაყით და პიტნის სოუსით-პესტო -იტალიური კერძი
imageოთხი ულუფისთვის დაგჭირდებათ:

ნიორი-ერთი კბილი დაჭყლეტილი;

ნაღები 20%-იანი-200 მლ

ზეთი- 2 სუფრის კოვზი;


ყაბაყი -ოთხი ცალი;

მაკარონი tagliatelli -

400 გ. (ბრტყელი მაკარონი სიგანით 8 მმ);
ხახვი– ერთი თავი;

სოუსი პესტოსთვის დაგჭირდებათ:

ზეითუნის ზეთი- 2 სუფრის კოვზი;

ლიმონის წვენი- 1 სუფრის კოვზი;

პიტნა- 6 ღერი;

კედრის თხილი ან ნიგოზი- 2 სუფრის კოვზი;

მარილი გემოვნებით;

გახეხილი პარმეზანი- 2 სუფრის კოვზი


მომზადება:

მოამზადეთ სოუსი პესტო.

პიტნა გარეცხეთ, შეაშრეთ და დააცალკევეთ. ბლენდერში ათქვიფეთ პიტნა, თხილი და პარმეზანი, ჩაამატეთ ლიმონის წვენი და ზეთი. გადაიტანეთ ჯამზე. შეაზავეთ მარილით და პილპილით.


წინასწარ მოხარშეთ მაკარონი. გადაწურეთ თუშფალანგზე.


ყაბაყი გარეცხეთ და დაჭერით თხელ რგოლებად. ხახვი და ნიორი გაფრცქვენით. ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად, ნიორი დაჭყლიტეთ. მოთუშეთ ტაფაზე ზეთში ყაბაყი, ხახვი და ნიორი 12 წთ.

ტაფა გადადგით ცეცხლიდან, დაამატეთ ნაღები და აურიეთ.


შემდეგ დააწყვეთ მოხარშული მაკარონი "ტალიატელე", კარგად აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე.
დაამატეთ პესტო, ფრთხილად მოურიეთ და 2-3 წთ-ის შემდეგ გადადგით ცეცხლიდან. გაანაწილეთ თეფშებზე და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.







1
142
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
142
  
2013, 15 დეკემბერი, 11:10
ყაბაყა რა არის ?
0 1 1