x
image
რუსუდან ბერიძე
ლიმონი და ზეითუნის ზეთი ფრჩხილების მოვლის სამსახურში–რჩევები მათ ვისაც ფრჩხილების გაზრდის პრობლემა აწუხებს
image

ლიმონი და ზეითუნის ზეთი ფრჩხილების მტვრევის წინააღმდეგ.

1.100გრ.ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 10 წვეთი ახლადგამოწურული ლიმონის წვენი.მთლიანად წაისვით თითებზე(ნუ დაგენანებათ, კარგად წაისვით) და ჩამოიცვით ბამბის ხელთათმანი და დაიძინეთ ეგრე, თუ გინდათ კარგი შედეგი გქონდეთ.აქედან გამომდინარე, ეს პროცედურა ყოველთვის ძილის წინ ჯობია გააკეთოთ.

2.თბილ ზეითუნის ზეთში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ერთი ამპულა ვიტამინი-A და ყოველდღიურად 20 წუთის განმავლობაში გააკეთეთ თითების აბაზანები ამ სითხეში.


3.გაჭერით ლიმონი 2 ნაწილად და თითები ჩააწყვეთ ლიმონის რბილობში და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.ეს პროცედურა გააკეთეთ აბაზანების მონაცვლეობით, უფრო ეფექტური იქნება.

4.10-15 წთ.გააჩერეთ თითები ზეითუნის ზეთისა(2ს.კ) და მწვანე ჩაის(1/2ჭ.)ნარევში.ეს პროცედურა სამკურნალოდ გააკეთეთ ყოველ მეორე დღეს, ხოლო პროფილიქტიკისთვის -კვირაში ერთჯერ.



ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!image







2
485
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
485
  
2013, 6 დეკემბერი, 18:44
რა არ ვცადე, მოდი ამასაც ვსინჯავ, აბა რა გამოვა.
2013, 6 დეკემბერი, 15:09
ყველაზე ეფექტური აქედან რომელია?
0 1 2