x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
სევასტოპოლში აგროვებენ ხელმოწერას პუტინისათვის გასაგზავნად, რათა მან ჯარები შეიყვანოს უკრაინაში.


image
მოსახლეობასთან ერთად მიმართვას, ქალაქის საბჭოს ორმა დეპუტატმაც მოაწერა ხელი.
სევასტოპოლის საქალაქო საბჭოს დეპუტატი სერგეი სმოლიანინოვი შეუდგა ხელმოწერების შეგროვებას პუტინისათვის გასაგზავნი მიმართვის დასართავად.
მიმართვის მთავარი საკითხია ეთხოვოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეიყვანოს ჯარები უკრაინაში. მიმართვის ტექსტი სრულად დევს საიტზე "Севастопольское вече", ასევე საიტზე „ForPost“.
"იმის გამო, რომ უკრაინელმა ხალხმა და ამ ხალხის მიერ კანონიერად არჩეულმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი განუცხადა ეუროკავშირს, "მტაცებლური" ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, დასავლეთის სპეცსამსახურებმა და მათმა აგენტებმა მოახერხეს საზოგადოების გარკვეული ფენების პროვოცირება, მოეხდინათ კანონიერი ხელისუფლების დამხობა უკრაინაში. ამისათვის მოაწყვეს უწესრიგობები და დაქირავებული ადამიანების მონაწილეობით მიტინგებს აწყობენ კანონიერი ხელისუფლების დამხობის მოწოდებებით. ასევე ახორციელებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ზეწოლას უკრაინის კანონიერ ხელისუფლებაზე, ასევე აშშ–ს მიერ დაფინანსებული ინტერნეტ–რესურსებით", –აცხადებს დეპუტატი.
სმოლიანინოვის აზრით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან ქაოსს უწყობს ხელს: "LB.ua", "Korrespondent.net", "UNIAN.net", "Pravda.com.ua". მისივე თქმით თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულია პეტიცია, სადაც ავტორები სთხოვენ პრეზიდენტ ობამას მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში, არსებული ხელისუფლების დასამხობად.
"მოგმართავთ რა თხოვნით, გთხოვთ მოახდინოთ სამხედრო და სხვა სახის დახმარება მოძმე უკრაინელი ხალხისათვის, გთხოვთ დაეხმაროთ უკრაინის ხელისუფლებას დაიცვას მათი და უკრაინელი ხალხის უფლებები, ასევე დაიცვას უკრაინის რეგიონების მოსახლეობა, მათ შორის ყირიმის რუსი ეროვნების მოსახლეობა. გთხოვთ უკრაინის პრეზიდენტთან და მთავრობასთან შეათანხმოთ და უკრაინაში შემოიყვანოთ რუსული საჯარისო დანაყოფები, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერვენციისა და ნატოელი–აგრესორებისაგან დასაცავად", –წერს დეპუტატი მიმართვაში.

2
44
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
44
  
2013, 2 დეკემბერი, 23:23
დასტური როგორც თქვენ ბრძანებთ ბატონო ლიცი.
მოგეხსენებათ ეს რუსების კოზირია, მით უფრო რომ ყირიმში უმრავლესობას რუსები წარმოადგენენ სამხედრო ბაზის გამოისობით.
2013, 2 დეკემბერი, 23:20
ესე იგი, "მეხუთე კოლონა" ამუშავდა, ბატონო კანონგარეშე
0 1 2