x
image
პერსეპოლისი
22 დეკემბერიდან - 1 იანვრამდე და 25 ივნისიდან - 4 ივლისამდე დაბადებულ ადამიანთა დახასიათება დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით.

imageდრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით, 22 დეკემბერიდან - 1 იანვრამდე და 25 ივნისიდან - 4 ივლისამდე დაბადებული ადამიანების ხე არის ვაშლის ხე, რომელიც იშვიათად არის მაღალი, თუმცა ბევრი რამ აქვს სიმპათიური და კარგი აღნაგობისაა. ძლიერ მიმზიდველი და გულისხმიერი. სიყვარულს შთააგონებს მაშინაც, როცა თვითონ ამაზე არც კი ფიქრობს.
ძალზე სენტიმენტალური და მგრძნობიარეა. უმეტესად გათხოვებაზე უარს არ ამბობს, თუმცა პარტნიორისადმი დიდი გრძნობები არ გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ აიღოს ხელი სიყვარულსა და გრძნობებზე. თუ იგი შეხვდება ისეთ პარტნიორს, რომელიც მისი სულისა და გემოვნების შესაბამისია, მაშინ მათი ცოლქმრობა ნეტარებაა. ვაშლის ხე მუდამ ერთგულია სიყვარულის, გვიან ასაკამდე.
უანგარო და ანგარიშმიუცემელი. საკუთარ პერანგს გაიხდის, ლუკმასაც
არ დაიშურებს. ამასთან, იგი სრულიად არ არის მიამიტი. დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ ფიქრობს ხვალინდელზე. ხანდახან ვალებსაც იღებს და ივიწყებს კიდეც, რაც მისთვის ბუნებრივია. იგი ფანტაზიებით სავსე ფილოსოფოსია.უყვარს სიცოცხლით ტკბობა და არ აქვს სურვილი ვინმეს დარწმუნებისა თუ გაკვირვების.
ვაშლის ხე ინტელიგენტური, დაკვირვებული და ლოგიკურია.
ლტოლვა აქვს მეცნიერებისაკენ. კითხულობს ყველაფერს, რაც მისთვის საინტერესო სფეროს განეკუთვნება.მისი ცოდნის ჯამი საოცრად დიდია, მაგრამ არ ცდილობს ვინმეს გაკვირვებას. იგი მხოლოდ თავისი
ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კითხულობს.

უყვარს ნაირფერობა ემოციურ სფეროში. მონოტონური, უზადო
ბედნიერება მოწყენილობას გვრის.

ვაშლის ხის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: გულისხმიერება, ინტელექტუალობა, დაფიქრებულობა, ლოგიკა, ანალიტიკური
აზროვნების უნარი.

ვაშლის ხის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი რუბენსი, ჰენრი VIII, ჟორჟ სანდი, მ.ნექსე.



0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0