x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134577
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
როგორ მოვამზადოთ ფანტა სახლის პირობებში,გემრიელი სასმელი მთელი ოჯახისთვის
imageჯანმრთელი და სასიამოვნო სასმელი შეგვიძლია მოვამზადოთ სახლის პირობებში ჩვენივე ხელით.რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან მზადდება, ყოველგვარი დანამატების გარეშე.საქართველო ხომ ციტრუსების ქვეყანაა.მერწმუნეთ ეს სასმელი არაფრით არ ჩამოუვარდება ჩვენი შვილების საყვარელ სასმელ “ფანტას" და არცთუ ისე ძნელია მისი მომზადება.ამისთვის საჭიროა შემდეგი

ინგრედიენტები:


.მოზრდილი ფორთოხალი–4ცალი


.ლიმონი–1ცალი

.შაქრის ფხვნილი–150გრ(გემოვნებით)

.წყალი–700გრ

.გაზიანი მინერალური წყალი–500გ


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ჯაგრისით და თბილი წყლით კარგად გავრეცხოთ ფორთოხალი და ლიმონი.მჭრელი დანით თხლად ავათალოთ ხილს ცედრა, ან გავხეხოთ სახეხზე.გამოვწუროთ წვენი და ცედრასთან ერთად მოვათავსოთ მოზრდილ ქვაბში.დავამატოთ შაქარი, ადუღებული წყალი და ვადუღოთ 1-2 წუთი.შემდეგ გავაგრილოთ და შევდგათ მაცივარში 4-5 საათი.გამოვიღოთ, გავწუროთ და გემოვნებით დავუმატოთ ცივი გაზიანი მინერალური წყალი და...


გემრიელად მიირთვით!

image



იმედია მოგეწონებათ ჩემო პატარებო

ჩემი რეცეპტით მომზადებული

გემრიელი სასმელი.

თქვენი მაშა

3
480
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
480
  
2013, 3 დეკემბერი, 19:38
არა როგორ გეკადრება, მადლობა
2013, 1 დეკემბერი, 0:44
ფორთოხლის და ლიმონის ყვითელ კანს რომელსაც სასიამოვნო სურნელი აქვს ცედრა ეწოდება.ბოდიში რომ დაგიგვიანეთ პასუხი.არ ვიყავი საიტზე
2013, 30 ნოემბერი, 21:10
ცედრა რა არის––
0 1 3