x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
ლამაზი პიცა გემრიელი კიდეებით
image


ინგრედიენტები ცომისთვის:


–150მლ თბილი წყალი

–1/2 ჩ.კ შაქარი


–1/2 ჩ.კ მარილი

–2ს.კ.ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი.

–8გრ.მშრალი საფუარი(1ჩ.კ)

–1, 5 ჭიქა პ/ფქვილი


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:


შაქარი გავხსათ წყალში, დავამატოთ საფუარი და გავაჩეროთ თბილ ადგილას 10 წუთი.ფქვილს დავამატოთ მარილი, ზეთი და გამზადებული საფუარი და მოვზილოთ ცომი.შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას დაახლოებით 1 სთ.ვიდრე ცომი არ აფუვდება, 2-ჯერ დიდი არ გახდება, ვიდრე იყო.გავყოთ 2 ნაწილად.ამ ცომიდან გამოდის 2 პიცა.

პიცის მორთვა ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ამიტომ მხოლოდ ცომის ინგრტედიენტები მიგითითეთ.განსაკუთრებულია პიცის გემრიელი კიდეების გაკეთება. ჩვენ ეს გავაკეთოთ სოსისების დახმარებით.ცომს ვაბრტყელებთ სასურველზე მეტად.სოსისებს გავჭრით სიგრძეზე და ცომის კიდიდან 3სმ.დაშორებით მოვაწყობთ.მერე გადმოვკეცავთ და მივიღებთ ეგრეთწოდებულ“ბორტებს.შემდეგ დავჭრათ სოსისი მრგვალ თხელ ნაჭრებად და გადმოკეცილ ცომში ჩავფლათ 2-2სმ-ის დაშორებით.ასე გავაკეთებთ პიცის გემრიელ “ბორტებს".გულში კი წაუსვათ ტომატის სოუსი, მოვაწყოთ ბულგარული წიწაკა, ხახვი, წვრილად დაჭრილი სოსისი, დაჭრილი პომიდორი, დაჭრილი კიტრის წნილი, მოვახეხოთ ყველი და შევდგათ გამოსაცხობად 180 გრადუს ტემპერატურაზე, ვიდრე ყველი არ გადაიბრაწება.

ასე გავაკეთებთ მეორე პიცასაც.შეგვიძლია სამარხო ინგრედიენტები გამოვიყენოთ და სამარხო პიცა გავამზადოთ:სოკოთი, პომიდორით, ბულგარულით და ზეითუნის მარცვლებით მორთული.კიდეებს ამ შემთხვევაში სოკოთი გავაფორმებთ.

გააკეთეთ ეს გემრიელი პიცა და...

მიირთვით გემრიელად!


0
597
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0