x
მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მეექვსე გათამაშება ბილიარდში
image23 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტში დასრულდა 2008 წელს აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მეექვსე გათამაშება ბილიარდში.
შეჯიბრში 32 მობილიარდე მონაწილეობდა.

ერთკვირიანი დაძაბული ორთაბრძოლის შემდგომ გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები. მესამე ადგილი დაიკავა შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულმა თემურ წურწუმიამ, მეორე ადგილის მფლობელი გახდა ამ ტურნირის ორგზის გამარჯვებული გოჩა კიზირია, ტურნირის ღირსეული ჩემპიონი კი გახდა უკა ლოლუა, რომელსაც გადაეცა მიხეილ იოსავას სახელობის თასი, სიგელი, ღვთისმშობლის ხატი და მიშიკო იოსავას ოჯახის მიერ დაწესებული პრიზი.

შეჯიბრში დაწესებული იყო პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში: ყველაზე უხუცეს მონაწილედ დასახელდა ლადო ალანია, ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის პრიზი გადაეცა სანდრო ჩიტაიას, ყველაზე პერსპექტიულ მონაწილედ აღიარეს , რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

მიხეილ იოსავას ოჯახი, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის ანტონ ვარდიას მიერ დაწესებული პრიზით დაჯილდოვდა.


ბილიარდის ტურნირი ჩატარდა გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.image
image

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუნა
თაზუნა
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0