x
image
natia.a
ბავშვების "ნაჯღაპნები", რომლებიც პროფესიონალმა დაამუშავა (ფოტოები)

მხატვარი დეივ დევრისი (Dave Devries) საკუთარი ნამუშევრებისთვის მასალად ბავშვების ნახატებს იყენებს, ახდენს მათ კოპირებას სპეციალური პროექტორით, ავსებს მათ ფერებით და დამატებითი დეტალებით. ამავდროულად ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს ორიგინალის ფორმა. ინსტრუმენტებად კი იყენებს ფერად ფანქრებს, აკრილის საღებავებსა და აეროგრაფს.


დეივიდმა ბავშვების ნახატების გადახატვა 1998 წელს დაიწყო. ამჟამად კი მისი ნამუშევრების ალბომიც არის გამოსული, სახელწოდებით "The Monster Engine". მასში ნახატების გარდა შესულია ორიგინალი ესკიზების ავტორბავშვებთან ინტერვიუები და ფოტოები, რომლებიც ბავშვების რეაქციას ასახავს მათი "დამუშავებული" ნახატების ნახვაზე.


ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ორიგინალ და დამუშავებულ ვარიანტებს გვთავაზობს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










5
192
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
192
  
2013, 25 ნოემბერი, 15:03
ძალადობა
2013, 25 ნოემბერი, 14:31
გეთანხმები, ინ, მეც მუდმივად ეს პრობლემა მაქვს, ურჩევნიათ სპაიდერმენს და იმ სულელურ გაბრაზებულ ჩიტებს უყურონ, ვიდრე ნორმალურ მულტფილმებს. ვერ გავიგე რა მოწონთ.
2013, 25 ნოემბერი, 14:28
სტატია კაია მაგრამ ნასიამოვნები ვარ ამ ფოტოებითქთო არა,რაღAც არ მომწონს ასეთ ურჩხულებს რომ ხტავენ ბავშვები,
ეს ალბათ იმირტომ რომ დრეს მულტიკები აღარაა ის რაც ჩვენ ბავშვობაში იყო ბომბორა და ასე შემდეგ,დრეს მულტფილმის ყურება ზოგჯერ დიდსაც დაგზაფრავს
2013, 25 ნოემბერი, 14:13
არაჩვეულებრივია.
2013, 25 ნოემბერი, 14:09
რა მაგარია!!!
0 1 5