x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
წლევანდელი "ელექტრონავტი 2013" და სიურპრიზი, რომელსაც ორგანიზატორები ამზადებენ
ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის დაჯილდოების ცერემონიალი - "ელექტრონავტი 2013", როგორც ჩვენთან საუბარში კონკურსის დამაარსებელმა, ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, მუსიკოს, ტელეწამყვანმა და ტელერეჟისორმა სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, 21 დეკემბერს გაიმართება.

კონკურსანტებს, ვისაც სურვილი აქვს მისი პროდუქცია იყოს წარდგენილი ნომინაციაზე “წლის საუკეთესო თრექი”, შეუძლია 2013 წლის 1 დეკემბრამდე ატვირთოს მაქსიმუმ 3 კომპოზიცია, რომელიც შექმნილია 2012 წლის მაისიდან 2013 წლის ნოემბრამდე, საიდანაც ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური საკონკურსოდ მხოლოდ ერთს შეარჩევს.image

"ელექტრონავტები 2013"-ის დაჯილდოვების ცერემონია "თბილისი ივენთჰოლში" ჩატარდება. სერგი გვარჯალაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- რით იქნება წლევანდელი კონკურსი განსხვავებული შარშანდელი "ელექტრონავტები 2012"-ისგან?


- სიახლე ის იქნება, რომ "ავთერფართი" იქნება, რომელშიც უცხოელი მუსიკოსიც მიიღებს მონაწილეობას (ვინ, გამოცხადდება შემდეგ კვირაში).

- შარშანდელ ელექტრონავტზე, თუ არ ვცდები, რეპერებიც მონაწილეობდნენ კონკურსში, თუა წელს მსგავსი პრეცენდენტი.

- რეპერებზე არ ვიცით ჯერ ვინ მიიღებს მონაწილეობას. სიას ახლა ვადგენთ. ჯერ-ჯერობით ნამუშევრები შემოდის კიდევ და საერთო სურათი ჯერ არ მაქვს.

- თუ გადახედეთ საკონკურსო ნამუშევრებს და როგორ ფიქრობთ, რამდენად არის პროგრესი ქართულ ელექტრონულ მუსიკაში და რა მომავალი აქვს მას?

- მომავალი ალბათ როგორც ყველაფერს ისე ამ დარგასაც აქვს, მაგრამ ჩვენ უკვე 3 წელია მარტო ელექტრონულ მუსიკაზე არ ვაკეთებთ აქცენტს, ეს არის ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვება.

imageსანამ დაჯილდოების სახელი გახდებოდა, "ელექტრონავტი" სერგის 52-წუთიანი, 2005 წელს გადაღებული ფილმი იყო საქართველოში ალტერნატიული ხელოვნების ბედზე. ორი წლის მერე, სერგიმ გადაწყვიტა, დაჯილდოებასაც იგივე სახელი ჰქონოდა, რადგან "ქართველი ელექტრონული მუსიკოსი ელექტრონავტია ფაქტობრივად".

რადიოგადაცემები, ვებგვერდები, პრომოუტერები, ღონისძიებების imageორგანიზატორები, ვიდეოების შემქმნელები. და რაც მთავარია არცთუ განებივრებული ქართველი მსმენელი, რომელთა ჩართულობის გარეშე პროცესი წინ ვერ წავა. სწორედ ისინი ადგენენ ნომინაციების
გამარჯვებულთა ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვებით, თუმცა, მათ გარდა, ამისთვის საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების ჯგუფიც არსებობს. გამარჯვებულებს კი ელექტრონავტის ფიგურა გადაეცემათ.

0
121
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0