x
მეტი
  • 22.05.2024
  • სტატია:134805
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509169
ბანანიანი მაფინები

imageინგრედიენტები:

1.5 ჭ ფქვილი

1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი (backing powder)

3/4 ჩ.კ. სოდა


მწიკვი მარილი

3 ბანანი

3/4 ჭ შაქარი

1 კვერცხი

50 გრ. მარგარინი ან კარაქი


აღნიშნული რეცეპტით მზადდება 12 ცალი მაფინი.


მომზადების წესი:

ცალკე თასში გაცერით ფქვილი, საცხობი ფხვნილი, სოდა, მარილი და აურიეთ ერთმანეთში.

მეორე თასში დაჭყლიტეთ 3 ბანანი, ისე რომ მიიღოთ პიურეს მსგავსი მასა. დაუმატეთ შაქარი, კვერცხი და გამდნარი კარაქი და თან ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ პირველი თასიდან მშრალი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.

მიღებული მასა გაანაწილეთ ცხიმწასმულ ფორმებში.(შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის ფორმები, რომლებიც ძალიან მოხერხებულია).
imageცხობას დასჭირდება დაახლოებით 25-30 წუთი 200 გრადუსზე.


გემრიელად მიირთვით!


0
354
3-ს მოსწონს
ავტორი:just a dreamer
just a dreamer
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0