x
image
ქეთი გაბინაშვილი
“ფურცლის ნაგლეჯზე” ამოკითხული ხასიათი
image
ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად მოქმედებენ. ქვეცნობიერი ამა თუ იმ პიროვნების შინაგან მდგომარეობას ჟესტიკულაციის გზით გამოხატავს. ჩვენდაუნებურად განცდები დღის სინათლეზე გამოგვაქვს. უმრავლესობა საუბრის დროს ქაღალდზე რაიმე ფიგურებს ხატავს. ზოგი საკუთარ ავტოგრაფს ამუშავებს, ზოგს პატარა სახლების ხატვა უყვარს, გარკვეული ნაწილი კუბიკებს და სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავს. საუბრის დასრულების შემდეგ ამ ქაღალდს ალბათ არავინ აქცევს ყურადღებას, არა და ეს პატარა და უმნიშვნელო ფიგურები ჩვენი სულის გამოძახილია. ამ ნახატის მიხედვით შესაძლოა, იმ დროინდელი ჩვენი მდგომარეობის უკეთ გარკვევა შევძლოთ.

image

ისინი, ვინც საუბრის დროს, ფურცელზე საკუთარ სახელსა და გვარს წერენ, ეგოცენტრულნი და პატივმოყვარე ხასიათის მატარებლები არიან. ფურცელზე დატოვებული ხელმოწერები, მიანიშნებს, რომ ამ ნაწერის ავტორი საკუთარ პიროვნებაზე ყურადღებას ზედმეტად ამახვილებს და შესაძლოა, ცოტა დაბოღმილიც კი იყოს.

სპირალების დახატვის შემთხვევაში ქვეცნობიერი მიანიშნებს, რომ ამ ადამიანის გონება ერთ საკითხს უტრიალებს და გამოსავალის პოვნა უჭირს. რაც უფრო ბევრი და მკვეთრი სპირალია გამოსახული, პრობლემა მით უფრო სერიოზულია.


ქაღალდზე გაკრული ხელით დახატული ყვავილები, მზე და ღრუბლები, მიანიშნებს, რომ ნახატის ავტორს აღნიშნული საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ფანტაზიის უნარს უღვიძებს, ამშვიდებს და სასიამოვნო განწყობას უქმნის.

თუ კი თქვენი თანამოსაუბრე ჭადრაკის დაფას ხატავს, მის დაყოლიებაზე დროს ტყუილად დახარჯავთ. ამ ნახატით, შინაგანი სამყარო გკარნახობთ, რომ კომპრომისისთვის მზად არაა. ჭადრაკის დაფა აგრესიაზე მიანიშნებს.

ის კი ვინც რკალებს ხატავს, თავს მარტო გრძნობს. ერთმანეთში ჩახლართული ან ერთმანეთზე გადაბმული რკალები სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობაზე მიანიშნებს.

image

ისინი ვინც სახლებს ხატავენ მტკიცე ხასიათის მატარებლები არიან და წარმატების მიღწევა არ უჭირთ. სიმეტრიული ფორმები წესრიგსა და ზომიერებაზე მიუთითებს. ასეთ ადამიანებს ძალიან მშვიდი ხასიათი აქვთ და მათი წყობილებიდან გამოყვანა რთულია.


ადამიანების გარკვეული ნაწილი კი გეომეტრიულ ფიგურებს ირჩევს. აღნიშნული ფიგურებისადმი დამოკიდებულებას დამატებითი ცნობების მოწოდება შეუძლია:

image

ვისი არჩევანიც კვადრატზე ჩერდება, შრომისმოყვარე, ბეჯითი და ჯიუტია. ეს თვისებები ხელს უწყობს, რომ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე დაასრულოს.

არსებული მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან და უკეთეს ნიშას ეძებენ ისინი, ვინც მართკუთხედს ანიჭებენ უპიარტესობას. მართკუთხედებს კვადრატისაგან განსხვავებით ცვალებადი და ცნობისმოყავრე ხასიათი აქვს.

სამკუთხედი ლიდერების ფიგურაა. ეს ადამიანები ენერგიულები, თავშეკავებულები და ძლიერი პიროვნებები არიან. მათ მიზნის მიღწევა არ უჭირთ. სურვილია ყველაფერში მართალნი იყვნენ და სიტუაციას აკონტროლებდნენ.

image

ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანიები წრეებს ირჩევენ. თუ კი თქვენი პარტნიორი წრეს ანიჭებს უპიატესობას, ძალიან მგრნობიარე და ემპათიურია. მისი დამახასიათებელი თვისებები თანაგანცდა და თანაგრძნობაა. სხვის პრობლემებზე ემოციურად რეაგირებს და სხვის სიხარულსა და ტკივილს საკუთარივით განიცდის. ბედნიერებას სხვისი სიხარული ანიჭებს . კონფლიქტისას პირველები პოზიციებს სწორად ამ თვისებების გამო თმობენ . წრის მოყვარულნი საერთოს განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთანაც პოულობენ.

შემოქმედებითი ადამიანები კი ტეხილს ირჩევენ. ტეხილები ეს ხომ ერთმანეთისთვის შეუსაბამო იდეების კომბინაციაა. ამ კომბინაციის საფუძველძე კი რაღაც ახალი და განსხვავებული იქმნება. ისინი ყველაზე ადვილად გაღიზიანებადები და ადვილად აღგზნებადები არიან. მათ საკუთარი აზრების მუდმივი პროპაგანდა სჩვევიათ.

image

ასე რომ, კარგად დააკვირდით ყველა წვრილმანს, ნებისმიერმა უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლება ადამიანზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

3
106
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
106
  
2013, 13 ნოემბერი, 14:54
მეც ძალიან მომეწონა, კარგია.
2013, 13 ნოემბერი, 14:52
მადლობა :)
2013, 13 ნოემბერი, 14:51
ძალიან საიჯტერესო სტატია იყო. დიდი მოწონება ჩემგან!
0 1 3