x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
22 წლის ფრანგს წონის გამო სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია თვითმფრინავით.

22 წლის ფრანგს წონის გამო სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია თვითმფრინავით.
22 წლის ფრანგს კევინ ჩენაისს კვირაზე მეტია სამშობლოში სურს დაბრუნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან თვითმფრინავით, მაგრამ ამას ვერ ახერხებს რადგან ავიაკომპანია "British Airways" უარს აცხადებს მის მიღებას თვითმფრინავის ბორტზე. მიზეზი კი კევინის შთამბეჭდავი წონაა, ის 226 კილოგრამს იწონის.
ახალგაზრდა ფრანგი შტატებში სამკურნალოდ ჩავიდა 18 თვის უკან ოჯახთან ერთად, მას ჰორმონალური დარღვევები აწუხებს. შტატებში ჩასვლისას მას პრობლემები არ ჰქონია. კევინის გასაოცრად, მას პრობლემები სამშობლოში დაბრუნების მცდელობის დროს შეექმნა. მის მოთხოვნაზე აეხსნათ მიზეზი თუ რატომ არ აძლევდნენ უფლებას ტრაპზე ასულიყო, კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა: ფრენის უსაფრთხოების ნორმების დაცვის გათვალისწინებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არ დაგიშვან თვითმფრინავის ბორტზე.
კევინი ოჯახთან ერთად იძულებული გახდა დაექირავებინა სასტუმროს ნომრები, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ყველა მისი და მისი ოჯახის მცდელობა, მიეღწიათ შეთანხმებისათვის კომპანიასთან წარუმატებლად დამთავრდა.
მე ვთვლი, რომ ავიაკომპანიას უნდა რცხვენოდეს მისი საქციელის, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ახორციელებს დისკრიმინაციულ მოქმედებას–აცხადებს კევინ ჩენაისი.
კევინის მდგომარეობა მოითხოვს მის მუდმივ მოვლას და მკურნალობის გაგრძელებას, ამის გათვალისწინებით კევინმა ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება მატარებლით ჩავიდნენ ნიუ–იორკში, ხოლო იქიდან უკვე გეგმავენ საკრუიზო საოკეანო ლაინერით "Queen Mary II" ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში.
ერთადერთი რისი იმედიც აქვთ ესაა, რომ ავიაკომპანია გამოუყენებელი ბილეთის გამო კომპენსაციას გადაუხდის კევინს.
ავიაკომპანია "British Airways" წარმომადგენლის განცხადებით, მათ ბევრი იმუშავეს საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ ფრენის უსაფრთხოების წესების დაცვის გამო ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის წყალობითაც შეძლებდნენ კევინის განთავსებას კომპანიის რომელიმე თვითმფრინავის ბორტზე.
image


4
50
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
50
  
2013, 11 ნოემბერი, 21:05
აუ, 22 წლის ბიჭი რა დღეშია, საწყალი:(
2013, 11 ნოემბერი, 14:13
საბრალო
2013, 11 ნოემბერი, 10:31
მეც შემეცოდა და სტატიაც ამიტომ დავწერე...
2013, 11 ნოემბერი, 10:27
საწყალი.
0 1 4