x
image
შერიფი 022
ახალი შს მინისტრის ვინაობა ცნობილია

დღეს 15:00 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად წარადგინა მისი შემცვლელი. ეს პიროვნება გახლავთ ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც ამჟამად ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსია. ჭიკაიძე 1985 წელსაა დაბადებული. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიის სპეციალობით. აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება. 2013 წლის მარტიდან დღემდე შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსია.

მომავალ შინაგან საქმეთა მინისტრს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.



image

1
107
2-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
107
  
2013, 9 ნოემბერი, 21:58
ჩემი აზრით იზორია უფრო შესაფერისი კანდიდატურა იყო შსს მინისტრობისთვის
0 1 1