x
image
ქეთი გაბინაშვილი
რატომ არ ვკითხულობთ წიგნებს-საგანგაშო სტატისტიკა

image”დაბეჭდილი წიგნების რიცხვი მილიარდს სჭარბობს, ადამიანის სიცოცხლე კი იმდენად ხანმოკლეა, თხუთმეტი ათასის წაკითხვაც კი არ შეუძლია, ”-წერდა ბალზაკი, მაგრამ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ ცხადყო, საქართველოს მოსახლების დიდ ნაწილს შესაძლოა, სიცოცხლის განმავლობაში 15 წიგნიც არ წაუკითხავს. სამწუახრო და სასირცხვილო ფაქტია, ჩვენი ლიტერატურული ტრადიციების ერი, ასეთი საგანგაშო რეიტინგს რომ აჩვენებს. გაირკვა, რომ წიგნის კითხვის მიხედვით, ერთ-ერთ ქვედა საფეხურზე ვართ და უკეთეს შემთხვევაში მოსახლეობის დიდი ნაწილი წელიწადში 17-18 წიგნს კითხულობს. (საკითხავია, რამდენად სანდოა ეს რეიტინგები, რადგან კითხვის მაჩვენებლი მხოლოდ გაყიდული წიგნების რაოდენობა არაა. ალბათ მყიდველთა დიდი ნაწილი, მხოლოდ თაროების შესავსებად ყიდულობს წიგნს, ისინი კი ვინც თვეში ერთ წიგნსაც არ ყიდულობენ, შესაძლოა უკვე არსებული ბიბლიოთეკით სარგებლობენ.) ასეა თუ ისე, ქვეყანაში კითხვის მაჩვენებელი არც ისე კარგად გამოიყურება. დავინტერესდი რა წიგნებზეა ძირითადად მოთხოვნა და როგორია ბაზარზე ფასები.


გამახსენდა, გარკვეული პერიოდი ბუკინისტური წიგნების ქუჩაში გაყიდვა რომ აიკრძალა და კიდევ ერთხელ გავბრაზდი ამ გადაწყვეტილების მიმღებებზე. წიგნს ქუჩა ჰყიდის.უხდება კიდევაც ქუჩას სქელტანიანი წიგნები, ეს ხომ ერის კულტურის მაჩვენებელია. შეიძლება, არ აპირებდე იმ დღეს წიგნის ყიდვას, მაგრამ ქუჩაში შეგეჩეხოს გაყვითლებულფურცლებიანი წიგნი, გაგაჩეროს, გაგიღიმოს და ვეღარ შესძლო მისი მიტოვება. საფულე მოიჩხრიკო, უკანასკნელი ხურდა წიგნში გადაიხადო და გულშიწიგნჩაკრული ფეხით წახვიდე სახლში. ლიტერატურული ქუჩის იდეაც არ იყო ცუდი, მაგრამ რამდენჯერაც იმ ქუჩაზე მოვხვდი, იმდენჯერ მხოლოდ გამყიდველები დამხვდნენ თავის ფუტკრის სკებივით ჩამწკრივებულ დახლებთან ერთად. იქნებ ვინმე შემომედავოს, ყიდვა თუ გინდა ქუჩებში საკმაოდ მრავალადაა წიგნის მაღაზიებიო, მაგრამ იმ მაღაზიების მიმზიდველ ვიტრინებზე შემოდებული ფერადი წიგნები, მაგალითად სტუდენტისთვის, ცოტა არ იყოს და მიუწვდომელია. ბუკინისტურ წიგნები კი 2 ლარადაც შეგიძლია შეიძინო.

რაც შეეხება მოთხოვნილებას და ღირებულებას, აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ლიტერატურაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. მათ შორის აკა მორჩილაძე, დავით მაღრაძე და ლაშა ბუღაძე ლიდერობენ. განსხვავებულია მოთხოვნა ბუკინისტურ წიგნებში-ყველაზე აქტიურად ჭაბუა ამირეჯიბს ითხოვენ, თანამედროვე ლიტერატურიდან კი-ნიკო გომელაურის წინგებს. განსხვავებაა ფასებშიც. გადავწყვიტე გამერკვია 30 ლარად რისი ყიდვაა შესაძლებელი მაღაზიებში და ქუჩაში. აღმოჩნდა რომ აღნიშნული ღირებულების სანაცვლოდ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის პაულო კოელიოს რომანს, მაია ბურჭულაძის ან გოჩა მანველიძის წიგნის შეძენას შევძლებდი. აი, რაც შეესხება ბუკინისტებს-30 ლარად შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟასა და გალაკტიონის კრებულები შევიძინე და ხურდაც დამრჩა.

ეს ინფორმაციისთვის. ისე კი მთავარია ადამიანმა იკითხოს, რა მნიშვნელობა აქვს სად იყიდის წიგნს. შედარება იმიტომ მოვიყვანე, წიგნების ფასი, ვინმეს უკითხველობის გასამართლებელ საბაბად რომ არ მოეყვანა. და კიდევ მთავარია, სწორად გვქონდეს ლიტერატურა შერჩეული, ნებისმიერმა წიგნმა რაღაც უნდა შეგმატოს და უკეთესი გაგხადოს. სხვა შემთხვევაში მის წაკითხვას აზრი არ აქვს.

3
194
4-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
194
  
2013, 8 ნოემბერი, 11:26
პრობლემა ოჯახია. თუ მშობლემი არ კითხულობენ, არც ბავშვი წაიკითხავს
2013, 25 ოქტომბერი, 18:26
მადლობა, რომ მოგეწონა :)

პრობლემა მართლაც აქტუალურია. მიზეზი კი ალბათ აღზრდისას დაშვებული შეცდომებია, დანარჩენი მხოლოდ საბაბია. წიგნის კითხვა ბავშობიდანვე უნდა შეაჩვიონ მშობლებმა.
2013, 25 ოქტომბერი, 9:13
ძალიან კარგი სტატიაა! სრულიად ვეთანხმები იმ აზრს, რომ მთავარია წიგნი იკითხო და მნიშვნელობა არა აქვს სად შეიძენ და რა ფასად. თუნდაც ელექტრონულ ფორმატში იყოს, მერე რა მოხდა! მაგრამ კიდევ უფრო ის არ არის მნიშვენლოვანი, სწორად შეარჩიო წიგნები, რადგან ნებისმიერი წიგნის წაკითხვა არ ნიშნავს ინტელექტის გამდიდრებას. საერთოდაც, ვფიქრობ დღეს წიგნის წაუკითხაობის საბაბად ფასის დასახელება მართლაც რომ მხოლოდ "საბაბია", მიზეზი, სამწუხაროდ უფრო ღრმაა და ნამდვილად სჭირდება დაფიქრება.
0 1 3