x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ოცდამეერთე საუკუნის განდეგილი ციმბირში ცხოვრობს, მდინარე ენისეის ნაპირზე.

ბევრი რამ გვსმენია განდეგილებზე, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი უკავშირდებოდა რელიგიურ მოღვაწეებს. მე კი მინდა გაგაცნოთ მამაკაცი რომელმაც მიატოვა ყველა და ყველაფერი და ციმბირში დასახლდა მდინარე ენისეის სანაპიროზე. სტალინის მმართველობის პერიოდში იყო ლიკოვების ოჯახი რომელიც სტალინურ რეპრესიებს გაექცა ციმბირის უსიერ ტყეებში. ლიკოვების ოჯახი ციმბირში გადარჩენის ინსტიქტმა წაიყვანა და პირი რომელზეც მე მოგითხრობთ ციმბირში ჩავიდა სიმშვიდისა და წყნარი გარემოს საძიებლად.
imageვიქტორი (გვარი ინტერვიუს დროს არ დაასახელა) საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდა გემზე მეზღვაურად, 47 წლის ასაკში კი სრულიად შეეცვალა მსოფლმხედველობა და გადაწყვიტა გასცლოდა ყოველგვარ ცივილიზაციას და საზოგადოებას.

განდეგილმა დიდი ხნის ძიების შემდეგ იპოვა ქოხი მდინარე ენისეის სანაპიროზე და უკვე 10 წელია რაც ყველასაგან დავიწყებული სრულიად მარტო ცხოვრობს ციმბირის უსიერი ტყის განაპირას.
ვიქტორი უკვე წლებია ცხოვრების ერთი რიტმით ცხოვრობს-თევზაობს, იჭერს თევზებს, რომლითაც ძალზე მდიდარია მდინარე ენისეი. დაჭერილი თევზის უმეტეს ნაწილს მოხუცი ამარილებს ან შებოლილს ინახავ. ასევე აგროვებს კენკრას და ხილს, რომლითაც მდიდარია ციმბირი.
სხვა დროს კი ბიბლიას კითხულობს და ბუნებას აკვირდება, მისი თქმით ის არ აპირებს საზოგადოებაში დაბრუნებას.
ვიქტორი საკუთარ ქოხში ისვენებს.
image
განდეგილი ბიბლიას კითხულობს.
image
შეშის მოგროვების პროცესში.
image
თევზის გაწმენდა დასამარილებლად.
image
განდეგილის მცირე მეურნეობა.
image
სათევზაო ბადის გაკემსვა.
image
imageimageimage




10
640
21-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
640
  
2015, 21 მაისი, 0:02
მეც სიამოვნებით ვითევზავებდი აქ ♥
2013, 30 ოქტომბერი, 19:21
ერთი ეგაა, საავიაციო სპირტს ვეღარ იშოვის გადასაყლურწად... ისე იოლად გავა....
2013, 23 ოქტომბერი, 13:41
მეც მაგას ვგულისხმობ ძნელია იცხოვრო მარტო,სიმარტოვეში.ვინც ასე იქცევა არ ვძრახავ უბრალოდ მე არ შემიძლია
2013, 23 ოქტომბერი, 12:24
ბევრია ინ განდეგილი, რომელიც არ თვლის ტავს ღირსად ბერის მანტია ეცვას და ასე თუ მოახერხებს ესეც დიდი მადლია, ერთ დროს მეც მინდოდა მონაზვნური ცხოვრება, არა იმიტომ რომ ერში მარტო ვგრძნობდი თავს, უბრალოდ სწავლის დამთავრების შემდეგ ასეთი მოწოდება მქონდა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ძალიან დიდი ჯვარია ასე იცხოვრო და აღთქმა არ დაარღვიო და გადავიფიქრე.
2013, 22 ოქტომბერი, 21:39
მცირე ხნით მარტოობა სასიამოვნოა და ძალიანაც მიყვარს, მაგრამ წლობით?....უფ, არა, ეგ საშინელებაა:(
2013, 22 ოქტომბერი, 20:34
მაგიტომ ავღნიშე ეს საბრალო ალბათ ერისკაცობისასაც მარტო გრძნობდა თავს და იყო ხალხში და მარტო ალბათ ჯობია იყო მარტო და სიმშვიდეში
2013, 22 ოქტომბერი, 20:32
ვინ იცის რამ უბიძგა ამისათვის. კი ძნელია ძალიან.
2013, 22 ოქტომბერი, 20:28
სიმარტოვისათვის ყველა ადამიანი ცოდვაა,მე ვერ გავძლებ გარიყული
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10