x
image
worldsport.ge
ზლატანს მუხლი აუქმებს

imageშვედეთის ნაკრების ფორვარდი ზლატან იბრაგიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩს გერმანიის წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, მაგრამ დისციპლინარული დარღვევაც რომ არ ჰქონოდა, დღეს მინდორზე გასვლას მაინც ვერ შეძლებდა. ფრანგული სპორტული გამოცემების ცნობით, ფეხბურთელი ოთხი კვირის წინ მიღებულმა მარცხენა მუხლის ტრავმამ ბოლო დღეებში ძალიან შეაწუხა და სავარაუდოდ არა მარტო სანაკრებო, არამედ საკლუბო დონეზეც მოუწევს იძულებითი უქმობა.
მედიკოსები ტრავმის სიმძიმეზე და მინდორზე დაბრუნების კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობენ. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ “პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩს 19 ოქტომბერს, “ბასტიას” წინააღმდეგ იბრაგიმოვიჩის გარეშე ჩაატარებს.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0