x
image
maia
სტაფილოს დიეტა- წონის დაკლების პოპულარული მეთოდი
ბოლო დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გარეშე სწრაფად გახდომის მსურველებში მეტად პოპულარულია სტაფილოს დიეტა-საკმაოდ მკაცრი კვების რეჟიმი, რომელსაც საფუძვლად უდევს ბეტა-კაროტინის აქტიური მოხმარება.

ბეტა კაროტინი ჩვენ ორგანიზმში გარდაიქმნება А ვიტამინად, რომელიც ასუფთავებს ორგანიზმს, აწესრიგებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, გარდა ამისა სტაფილო შეიცავს ვიტამინებს В3, С და Е, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ფოლის მჟავას, უჯრედისს და ნატრიუმს.

image

ყველაზე ეფექტური დიეტა გრძელდება ოთხი დღე და გარანტირებულად დაიკლებთ 3-3.5 კგ-ს.


თუმცა სტაფილოს დიეტა საკმაოდ მკაცრია, ოთხი დღის განმავლობაში სტაფილოს გარდა ვერაფერს მიირთმევთ, მხოლოდ წყლის და სტაფილოს წვენის დალევა შეგიძლიათ დიდი რაოდენობით.

დიეტის საფუძველია სტაფილოს ჩვეულებრივი სალათი, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ახალი სტაფილო 1 კგ, ერთი ლიმონი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი.

გახეხეთ სტაფილო საშუალო ზომის სახეხზე, დაამატეთ ლიმონის წვენის და თაფლის ნარევი.

სალათი გაყავით სამ ნაწილად და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით დღის განმავლობაში.

სალათი ყოველდღიურად ახალი მოამზადეთ.

image

პირველი სამი დღის განმავლობაში სტაფილოსთან ერთად შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ხილი და მიირთვათ ან ცალკე ან სალათასთან ერთად. მაგ. ვაშლი, მსხალი, კივი, ფორთოხალი და გრეიფრუტი. დაუშვებელია ბოსტნეულის, უკალორიო რძის პროდუქტების მიღება.

მეოთხე დღეს შეგიძლიათ რეჟიმი ცოტა შეამსუბუქოთ და მიიღოთ მცირე რაოდენობით შემწვარი კარტოფილი სადილზე და 100 გ. მოხარშული ხორცი ვახშმად.

ოთხი დღის შემდეგ იგრძნობთ მნიშვნელოვან სიმსუბუქეს-ორგანიზმი გაიწმინდება, ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება, მოგემატებათ სასიცოცხლო ძალები.

მნიშვნელოვანია ასეთი დიეტის შემდეგ ბალანსირებულად იკვებოთ.

აკრძალულია ფქვილის ნაწარმის და ტკბილეულის მიღება.

0
2891
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
2891
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0