x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოკითხვის ახალი შედეგები
Intermedia.ge -ზე 21-27 სექტემბერს ჩატარებულ გამოკითხვაში „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე 16274 მომხმარებელმა.


გამოკითხულთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:


1. გიორგი მარგველაშვილი - 37.9 %
2. დავით ბაქრაძე - 25.8 %
3. ნინო ბურჯანაძე - 8.6 %
4. შალვა ნათელაშვილი - 3.5 %
5. სხვა კანდიდატები - 5 %


არჩევნებზე არ მიდის გამოკითხულთა 12.7%, ხოლო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია 6.5%



Intermedia.ge კვირის რეიტინგთან ერთად, დღეს ასევე გთავაზობთ ორი წამყვანი კანდიდატის ხმების გადანაწილებას რეგიონებისა და ზოგიერთი ქალაქის მიხედვით, ხოლო მომავალი კვირის გამოკითხვაში შემოგთავაზებთ ხმების გადანაწილებას ასაკისა და სქესის მიხედვით.


გიორგი მარგველაშვილი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს იმერეთში (ქუთაისის გამოკლებით), სადაც მას მხარს უჭერს გამოკითხულთა 48.8%, ხოლო ქ. ქუთაისში დავით ბაქრაძე ლიდერობს 34.8%-ით, მაშინ როცა მარგველაშვილს მხარს უჭერს გამოკითხულთა მხოლოდ 31.7%.


აჭარაში (ბათუმის გამოკლებით) მარგველაშვილს მხარს უჭერს 42.7%, ხოლო ბაქრაძეს 22.3%, მაშინ როცა ქ. ბათუმში ლიდერობს ბაქრაძე 31%-ით, ხოლო მარგველაშვილს მხარს უჭერს 27.9%.

image

10
5338
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5338
  
2013, 3 ოქტომბერი, 18:55
შალვა ♥ "ქართველი რობინჰუდი" .... სხვა ვინ ან რატომ უნდა შემოვხაზო?
2013, 3 ოქტომბერი, 1:36
ეგრე ამბობს მთელი საქართველო "ღადაობით" და არჩევნების მერე ამ კაცს გული უსკდება და დეპრესია ეწყება, როცა მისი პროცენტული მაჩვენებელიი 0.5 ვერ სცდება.ახლა თითქოს ბევრი აძლევს ხმას და ბოლოს რჩება ასე :D :D :D
2013, 2 ოქტომბერი, 21:32
სისულელაააა... გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს... როგორც ვატყობ ხალხს წვრილი მეხსიერება ააქვთ სულ რაღაც ერთ წელში დაივიწყეთ ყველაფერი?
2013, 1 ოქტომბერი, 23:21
ეს თქვენი ვითომ რეიტინგი არის სუფთა ბლეფი. ბურჯანაძესთან შედარებით ორივეს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს. კაცს თავის ოჯახისთვის ვერ მიუხედია და ქვეყანას აგიშენებს? მეტი არაა ჩემი მტერი...
2013, 30 სექტემბერი, 23:05
მალადეც ქუთაისი მალადეც :Dდ
2013, 30 სექტემბერი, 13:27
მარგველაშვილი აგაშენებთ ზუსტად :D :D :D :D :D :D :D
2013, 29 სექტემბერი, 9:00
ხო ეგრე ვიძახით ყველა მაგრამ ბოლოს ისე აღმოჩნდება რო ნაცებს გაუმარჯვით და ვისი ბრალია ეს :)
2013, 29 სექტემბერი, 1:00
ნათელაშვილს რა უნდა გაეკეთებინა 20 წელია მთავრობაში არ ყოფილა??? აირჩიეთ და მერე თუ ვერაფერი ქნა მერე რაც გინდათ ის თქვით მაგ კაცზე:D მე მაგის გარდა წესიერს და განათლებულ პოლიტიკოს ვერავის ვხედავ!
2013, 28 სექტემბერი, 2:22
როგორ დავიჯერო უბრალოდ გეკითხებით ნათელაშვილს საერთოდ არაფერი გაუკეთებია ხალხისთვის და ბაქრაძეს და ბურჯანაძეს აუშენებია ეს ქვეყანა ნურას უკაცრავად ვერ მოგართვით :D:D:D
2013, 28 სექტემბერი, 2:19
ეხ კაი ხანია გვესმის ეგეთი ზღაპრები ნუ რას ვიზამთ ხალხის დაბოლების ერთერთი წინა პირობაა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10