x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134687
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508885
კრასიჩს წასვლა უნდა
imageტურინის იუვენტუსის ნახევარმცველმა მილოშ კრასიჩმა "ვეჩერნი ნოვასტი"-სთან ინტერვიუში გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა. "უკვე ნათელია იუვენტუსის გეგმებში აღარ ვჯდები, აქ ჩემთვის ადგილი აღარ არის. ამჟამად ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო, რათა მომავალ შეზონში ახალი კლუბისთვის მზად ვიყო. იანვარში მქონდა შემოთავაზებები ზენიტიდან და ტოტენჰემიდან იჯარით აყვანაზე მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ვფიქრობდი, რომ კიდევ მქონდა შანსი იუვენტუსში ადგილი დამებრუნებინა. ახლა ვხვდები შეცდომა დავუშვი, არ უნდა დავრჩენილიყავი"- აცხადებს ტურინის იუვენტუსის 27 წლის ნახევარმცველი.
შეგახსენებთ "ბებრმა ქალბატონმა" სერბი ფეხბურთელი 2010 წელს აიყვანა ცსკადან და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ 40 შეხვედრა ჩაატარა გუნდში და 7 გოლი გაიტანა.
0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა1991
ლუკა1991
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0