x
მეტი
  • 12.05.2024
  • სტატია:134728
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
სანამ ლინდსის მამას ეძინა, ლოჰანს "ჯადოქართან" ჰქონდა სექსი მეორე ოთახში
სანამ ლინდსის მამას ეძინა,  ლოჰანს "ჯადოქართან" ჰქონდა სექსი მეორე ოთახში ტაბლოიდი Radar OnLine ამტკიცებს, რომ ამ ვნებიანი ღამის ვიდეოჩანაწერი გააჩნია.
პორნოფილმების ვარსკვლავი ალექს ტორესი ამტკიცებს, რომ ლინდსი ლოჰანთან სექსი ჰქონდა; თანაც, იმ დროს, როცა მსახიობის მამას, მაიკლ ლოჰანს გვერდზე ოთახში ეძინა.

ტაბლოიდი Radar OnLine ამტკიცებს, რომ ამ ვნებიანი ღამის ვიდეოჩანაწერი გააჩნია.

ალექსი პორნოინდუსტრიაში ცნობილია ზედმეტსახელითVoodoo (ჯადოქარი).
ალექს ტორესმა ეს სკანდალური განცხადება რადიოარხ ტორონტო - Newstalk 1010-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

როდესაც ალექსი სიამაყით ყვებოდა საკუთარი სექსმიღწევების შესახებ, უბრალოდ, სხვათა შორის აღნიშნა, რომ ლინსი ლოჰანთან სექსი ჰქონდა; და მეტიც, მსახიობმა პორნოვარსკვლავს სექსის სანაცვლოდ ფული გადაუხადა.

ალექსმა მეტი დამაჯერებლობისთვის დასძინა: "ჰკითხეთ მამამისს, მაიკლს. იმ დღეს ის სახლში იყო და მშვიდად ეძინა. მან იცის, რომ მის ქალიშვილთან ღამე გავატარე".

ამის შემდეგ "ჯადოქარმა" თქვა: "ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავი მზად არის გადაიხადოს ფული ჩემთან სექსში".

წამყვანი, რომელსაც მაინც არ სჯეროდა პორნოვარსკვლავის განცხადების, ჩაეკითხა: "ანუ თქვენ აცხადებთ, რომ ლინდსი ლოჰანთან იწექით?"

ალექსმა უპასუხა: "მე თქვენ სრული სიმართლე გითხარით".

პრობლემა იმაშია, რომ ლინდსის მას მერე ცხოვრება არ შეუძლია ალექსის გარეშე, ამ უკანასკნელისთვის კი ლოჰანი "არაფერს წარმოადგენს".

ლოჰანის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს: "მათ ნამდვილი გიჟური, ვნებიანი ღამე ჰქონდათ. ლოჰანი მას მერე სულ უკან დასდევს ალექსს. მამაკაცს კი არ სურს ქალთან ურთიერთობის დაჭერა და ნანობს, რომ საერთოდ გაეკარა. ლინდსი გამუდმებით ურეკავს და SMS-ებს უგზავნის პორნოვარსკვლავს.

ალექსს კი უკვე აშფოთებს მსახიობის ასეთი ჩაციკვლა. ყველაფერი ეს ძალიან სამწუხაროა. ძალიან საცოდავია სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული ქალი".

მასალა მომზადებულია: Radar OnLine-ის მიხედვით
0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:ZincH
ZincH
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0