x
image
მოზამბიკელი
ცუგა

imageამბობენ დილას როგორც დაიწყებ ისეთი იქნება მთელი დღეო. ჩემი დილა უჩვეულოდ დაიწყო და ასეთივე უჩვეულო დღის მოლოდინში, საწოლზე ფეხმორთხმით ვზივარ და მუზების მოხმობის ერთგვარ, ჩემეულ თერაპიას ვიტარებ, თუმცა კონკრეტულად რაში და როგორ გამოიხატება ეს თერაპია ვერ აგიხსნით...

დილით ადრე, მაწანწალა, ყურებდაჭრილი ძაღლის შემაძრწუნებელმა ყეფამ გამაღვიძა, რომელიც ჩემი ფანჯრის ქვეშ იდგა და საცოდავი თვალებით უმწეოდ იხედებოდა აქეთ-იქით. მიუხედავად იმისა, რომ დილის ძილი დამიფრთხო და საშინელ ხასიათზე გამაღვიძა, მაინც ვერ შევძელი მისი გაგდება და ნახევრად მძინარემ, სამზარეულოდან ერთი ნაჭერი პური გამოვუტანე, უმწეო გამოხედვა წამსვა მადლიერებამ შეცვალა და ხალისიანად ააქიცინა კუდი(უფროსწორად კუდისგან დარჩენილი რაღაცა ნაწილი, კუდიც მოჭრილი ჰქონდა) სანამ ეს პურს გემრიელად შეექცეოდა, ფიქრებმა გამიტაცეს, ნეტავ ვინ მოექცა ასე ამ ძაღლს? ჯერ ყურები და კუდი მოაჭრა და მერე გამოაგდო, ან სანამ ჩემამდე მოვიდოდა, კიდევ რამდენ სახლთან იყეფა? ან იქნებ პირდაპირ ჩემთან მოვიდა?

ფიქრებში წასულმა ვერც შევამჩნიე, რომ ძაღლს ჭამა დაემთავრებინა, და იქვე კუთხეში მიწოლილიყო. ახლა უკვე მშვიდი და კმაყოფილი სიფათით, წყნარად ეძინა.

ახლაც ჩემი ფანჯრის ქვეშ წევს და თვლემს, სახელი ჯერჯერობით ვერ მოვუფიქრე და უბრალოდ ცუგას ვეძახი. თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ დიდ ხანს გაჩერდება ჩემთან, ალბათ ხვალ სხვა სახლის ფანჯარას ამოიჩემებს.

4
42
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
42
  
2013, 27 აგვისტო, 15:45
დიდი მადლობა :)
2013, 27 აგვისტო, 9:47
ძალიან კარგია
2013, 12 აგვისტო, 16:11
ცუგამ მიმატოვა უკვეე :D
2013, 12 აგვისტო, 14:05
ისევ მოგვიყევით ცუგაზე ))
0 1 4