x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509059
მაკას და კობას ტრაგიკული ამბავი

სიყვარულის ისტორია.
14 თებერვალს მეგობრები კაფეში შეიკრიბნენ ვალენტინობის აღსანიშნავად. (მაკა ნინო, ნინი, გიო -კალა, ნიკა, ლევანი, მარიამი გიორგი ) .
მეგობრები ერთობოდნენ, ხუმრობდნენ, ყვებოდნენ ბავშვობაზე ბევრ რამეს იხსნებდნენ ამ დროს მეორე მაგიდასთან რამდენიმე ბიჭი იჯდა რიქიდან ერთერთი მაკას უყურებდა თვალ მოუშორებლად, ნინომ შენიშნა იმ ბიჭIს ყურადგება მაკასადმი და შეატყობინა, მაკას გაეღიმა უცბად გიო-კალამ ამ ბიჭს დაუძახა - ვა! კობა ძმა აქ საიდან? და მოიპატიჟა მაგიდასთან, კობაც მივიდა და მაკას გვერდით აღმოჩნდა. დიდხანს საუბრობდნენ მეგობრები, მაკამ და კობამ გაიცნეს ერთმანეთი . კობამ საცეკვაოდ გაიწვია და მაკასაც უარი არ უთქვამს.
- <“ძალიან ლამაზი ხარ " უთხრა კობამ..
-გმადლობ ...
მალე დაიშალნენ ახალგაზრდები, მაკა გიო-კალასთან დარჩა და ასევე კობაც ის ფხიზელი იყო და სახლამდე მიიყვანა ესენი გიო-კალამ სთხოვა მასთან დარჩენილიყო და ისიც დარჩა. სახლშიც საუბრობდნენ თუმცა მალე დაიძIნეს კობამ მაკას ტკბილი ძილი უსურვა და დაიძინა. დილით მაკა სოფელში დაბრუნდა ისე რომ არავის დამშვიდობებია არც კობას.
კობამ მაკას ნომერი გიო-კალას გამოართვა და მისწერა თუ როგრო იმგზავრა . მაკამ უპასუხა რომ კარგად იმგზავრა, კობამ უთხრა რომ ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარო მაკამ კი მისწერა რომ არ ეცალა და მერე შეეხმიანებოდა.კობაც ელოდებოდა მის სმს მაგრამ მაკა არ სწერდა... 26თებერვალს მეგობარი დაეღუპა მაკას და გიო-კალასთან ჩავიდა თბილისში კობაც იქ დახვდა სამძიმარზე ერთად წავიდნენ სახლშI რომ დაბრუნდნენ კობამ უთხრა მაკას რომ ის მამასთან მიდიოდა საზღვარგარეთ და მას დიდ ხანს ვეღარ ნახავდა... მაკამ გაიღიმა კეთილი მგზავრობა და წარმატებები უსურვა და გიოსკენ გავიდა. გიორგიმ მაკას უთხრა კობას მოსწონხარ და შენ რას გრძნობო, მაკას მოსწონდა მაგრამ გიორგის დაუმალა და უთხრა მეგობარი დაგვეღუპა და შენ რეებზე მელაპარაკები თანაც არ მომწონს ეგ ბიჭიო.. გიორგის არაფერი უთქვამს.. დრო გადიოდა კობა მაკაზე ფიქრობდა მაკა კობაზე მაგრამ მაკა იმდენად ჯიუტი იყო არ ამჟღავნებდა და არც არაფერს ამბობდა.. რამდენიმე დღეში მაკას სმს მოუვიდა კობასგან: “ მე წავედი, შენ კი გახსოვდეს რომ ჩემს გულში ხარ." მაკამ ტირილი დაიწყო გიომ ჰკითხა რატომ ტიროდა მან კი სმს ანახა, გიოს გაეცინა და უთხრა გახსოვს რომ მითხარი ეგ ბიჭი არ მომწონსო? ახლა უკვე გვიანია მაშინ რომ გეთქვა ის არსად წავიდოდაო.. მაკა მოწყენილი იყო კობას წასვლის გამო... თუმცა კობა ხშირად ურეკავდა და საუბრობდნენ. მაკას დაბადების დღეზე კობა ღამე ჩამოფრინდა ისე რომ მაკამ არც იცოდა და სიურპრიზი გაუკეთა მაკას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მალე კობა ისევ წავიდა რადგან სასწავლებელს ვერ გააცდენდა და მაკას მარტო დატოვება მოუწია ისევ. გადიოდა დრო და მაკას და კობას ურთიერთობაც ეწყობოდა.. მალე მაკას მეგობარი გოგონა დაიღუპა და ამაზე დარდისგან მაკას არავინ ახსოვღაარ და არც კობა, მხოლოდ ტიროდა და მხოლოდ მეგობარზე ფიქრობდა ტელეფონიც გათიშული ჰქონდა და კობა ვერ უკავშირდებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ როცა მაკა აზრზე მოვიდა და გამოკეთდა კობასთან ცდილობდა დარეკვას მაგრამ უშედეგოდ. გავიდა დრო და მაკას იმედი გაუქრა კობასთან შერიგების, ფიქრობდა რომ დაკარგა. გიო ჩავიდა მაკასთან და უთხრა რომ კობა ნაწყენი იყო მასზე რადგან ამდენ ხანს არ შეხმიანებია და ჩემთან ყოფნაც აღარ უნდოდა.. მაკა დარდობდა ამაზე ხშირად ტიროდა მაგრამ გადაუარა თუმცა კობა ჩამოვიდა და ქუჩაში შემთხვევით წააწყდნენ ერთმანეთს, შორიდან უყურებდნენ ერთმანეთს და ხმას არ იღებდნენ, კობა მივიდა ახლოს და ჩაეხუტა... ისაუბერს და შერიგდნენ. კობა მალე ისევ გაემგზავრა და მაკა სულ ტელეფნზე ელაპარაკებოდა. კობა ახალ წელს ჩამოვიდა და სულერთად იყვნენ ის და მაკა. გადიოდა დრო და მაკა და კობა უფრო და უფრო დაახლოვდნენ, 25მარტს კობას დაბადების დღე იყო მაკა რათმქუნდა მიიყვანა ოჯახის წევრებს და მეგობრებს გააცნო. ის საღამო მშვენივრად გაატარეს, გაერთნენ იმხიარულეს მაკაც ცოტა არ იყოს უხერხულად გრძნობდა თავს უცხო გარემოში და მალე წამოვიდა სახლში. მის მერე მაკა და კობა უფრო ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს და უფრო მეტად უყვარდებოდათ ერთმანეთი, ბედნიერები იყვნენ, ყველგან ერტად დადიოდნენ, სეირნობდნენ , იმდენად შეეჩვივნენ ერთმანეთს უერთმანეთოდ ყოფნა არ შეეძლოთ. გადიოდა ასე დრო ... 1დეკემბერს კობას მამის დაბადების დღე იყო მაკაც მიიპატიჟეს სადაც კობამ მაკას ხელი სთხოვა, ბევრი ყოყმანის და ფიქრის შემდეგ მაკა დასთანხმდა, ქორწილი 18დეკემბერს დაინიშნა. 2დეკემბერს მაკა კობა გიო და ნინო მაკას საპატარძლო კაბის შესარჩევად წავიდნენ, კაბა როდესაც იყიდეს კობამ მაკა იმ ბინაში აიყვანა სადაც უნდა ეცხოვრათ დაათვალიერებინა და უთხრა: “ მიყვარხარ და მეყვარები მანამ სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენ ერტად ვიქნებით სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებსო" მაკა ძალიან ბედნიერი იყო მაგრამ რამდენიმე წუთში კობას სასიყვარულო სმს მოუვიდა სხვა გოგოსგან და მაკა გაბრაზდა. სიტყვის თქმაც არ დააცადა კობას ისე წავიდა სოფელში. კობა ურეკავდა სწერდა მაგრამ მაკა აღარ ეხმიანებოდა. კობამ სმა დაიწყო, სახლში გვიან მიდიოდა ნასვამი და ყველას ეუხეშებოდა... 7 დეკემბერს კობამ მისწერა მაკას რომ სოფელში მასთან უნდოდა ჩასვლა და დალაპარაკება თუმცა მაკამ უარი უთხრა და უპასუხა ყველაფერი დამთავრდა და ნუღარ შემეხმიანებიო. კობამ იმ დღეს ბევრი დალია და მაკას სიტყვებს არ დაუჯერა დაჯდა მანქანაზე საჭესან და მაკას მისწერა ახლა გამოვედი შენთან მოვდივარ და უნდა ვილაპარაკოთო, მაკამ უპასუხა იყავი ხვალ მე ჩამოვდივარ და მერე ვილაპარაკოთო თუმცა კობას ეს სმს არ წაუკითხავს. კობას თან ახლდა გიორგი ბოკერია მისი ბიძაშვილი და სთხოვდა ნელა ეტარებინა მანქანა თუმცა კობა არ უჯერებდა მისი თქმით, კობას ცრემლები მოსდიდა თვალებიდან და როდესაც ხელები ცრემლების მოსაწმენდად ასწია მანქანამ მიმართულება დაკაარგა ავარია მოუვიდა და ადგილზე დაიღუპა.
მაკა კობას ტელეფონზე რეკავდა მაგრამ არავინ პასუხობდა. აინტერესებდა კობა წავიდა თუ არა მასთან. მალე გიორგიმ მაკას დაურეკა და უთხრა რომ ავარიაში მოყვნენ თუმცა არ უთქვამს რომ დაიღუპა კობა. მაკა ცუდად გახდა, ტიროდა დარდობდა და უფაალს სთხოვდა მის გადარჩენას მაგრამ კობა უკვე აღარ იყო. მაკამ მეგობარს სთხოვა წაეყვანათ მასთან და ჩამოვიდა. გიო კალასთან მივიდა და გიორგი და ნინო აცრემლებულები იყვნენ მაკამ იკითხა როგორ არის კობა? გიო და ნინო ხმას არ იღებდნენ. ნინო ჩაეხუტა მაკას და ოთახში შეიყვანა. გიორგი ცრემლიანი თვალებით უყურებდა მაკას, ძლივს ამოიღო ხმა და თქვა : “დღეს ერთად დავლიეთ, მერე გადაწყვიტა შენთან წამოსლიყო. ვერ შევაჩერე მაკა. მაპატიე . ნინო უფრო ჩაეხუტა მაკას და ტიროდა. , გიორგიმ დაიყვირა : “ ჩემი ძმა აღარ არის მაკა. " მაკა გაშეშდა, ფერი დაკარგა, ტირილი დაიწყო და ყვიროდა განწირული ხმით, არა მატყუებთ ის ცოცხალია, ის არასდროს მიმატოვებს. სიზმარში ვარო ამბობდა. მაგრამ სამწუხაროდ რეალობა და ცხადი იყო. მთელი დღე და ღამე ტიროდა. მაკა მის დაკრძალვაზე მივიდა. როგორც კი მის სასახლესთან მივიდა მისი ტანჯვა იქ დაიწყო, ესმოდა მანანას (კობას დედის) განწირული კივილი, გოგას (კობას მამის ) ღრიალი, მისი ახლობლების და მეგობრების ტირილი. მაკამ ამას ვერ გაუძლო და გული წაუვიდა. მალე გონზე მოიყვანეს და როდესაც დაინახა მაკამ კობას სახე მაშინ მიხვდა რომ ის მართლა სამუდამოს დაკარგა და აუტყდა ისტერიულო ტირილი. მოისიხსნა ნიშნობის ბეჭედი მისი სასახლის ტავზე დადო და უთხრა :“ შენ იყავი ჩემი პირველი სიყვარული, შენ იყავი ის ერთადერთი ვინც საკკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, შენ კი მიმატოვე სამუდამოდ წახვედი ჩემგან, ისე წახვედი არც კი გიკითხავს უშენობას თუ შევძლებდი. ჩემთან ყოფნას ზეცაში წასვლა ამჯობინე. ასე გამიმეტე სატანჯველად წახვედი იქ საიდანაც ვერასდროს დაბრუნდები, მაპატიე რომ ჩემს გამო დატოვე დედამიწა და ზეციურ სამყაროში გაფრინდი, სიხარული ცრემლებად, ღიმილი სევდად ბედნიერება კი ტანჯვად და ტკივილად გადამიქციე. ჩემს გულში სულ ცოცხალი იქნები და მუდამ მეყვარები . ამ დროს ვიგრძენით რომ ცუდად ხდებოდა და მისგან შორს გავიყვანეთ . იმ დღიდან თითქოს დამთავრდა მაკას ბედნიერება, სიხარული და ღიმილი, კობას ნაჩუქარ ნივთებს ეფერებოდა და განუწყვეტლივ ტიროდა, ახსენდებოდა მისი ღიმილი, ჩახუტება მოფერება, მისი თვალები, ყველაფერი თავში უტრიალებდა და ვერ ეგუებოდა მის დაკარგვას. დამთავრდა ის 2წლიანი სიყვარული რომელსაც გულით ატარებდნენ, დამთავრდა ის ბედნიერებით სავსე დღეები რომლითაც ცხოვრობდნენ. მაკა მის საფლავზე ხშირად დადიოდა თუმცა მისმა მშობლებმა აუკრძალეს რადგან თავის მოკვლა სცადა, ერთი პერიოდი ფსიქოლოგი მიდიოდა მაკასთან და აწყნარებდა . მაკას თქმით კობა მის გულში ცოცხლობს და დღემდე ისევ უყვარს თუმცა ამაზე აღარ ლაპარაკობს რადგან ეს მისი ყველაზე დიდი ტკივილია. მაკა მას მერე ბედნიერი და გაღიმებული აღარ მინახავს. ასე დამთავრდა ეს სიყვარულის ისტორია. მინდა მაკას დიდი ბედნიერება ვუსურვო ჩემს შვილს კი უფლისაგან ნატელი სასუფევლის დამკვიდრება. (დაწერა კობას მამა: გოგა ბოკერიამ)

2
131
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგა ბოკერია
გოგა ბოკერია
131
  
2014, 8 სექტემბერი, 13:42
გოგოს და ბიჭის ლამაზი სიყვარულის, ტკივილით სავსე დასასრული.... ​
ცივი დეკემბრის ლამაზ საღამოს
მათი ღიმილით ყველა ტკბებოდა,
გოგონა იყო ულამაზესი
ბიჭი კი მისი ცქერით ტკბებოდა,
ბოლოს აიღო სასმისი ხელშ
გოგონას ტკბილი სიტყვით მიმართა :
,, 4 წელია გულით გატარებ
საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ
ძალიან დიდხანს გამაწვალე და
ბოლოს ხომ მაინც გადმოგიბირე
მე ეს შევძელი და შენი გული
მე სამუდამოდ ჩემი გავხადე,
რა უნდა მოხდეს ამ ქვეყნად ნეტა
რომ ერთმანეთი კვლავ მოგვანატროს,
წლები ვნატრობდი ამ დღეზე კარგო
რომ შენი ხელი მეთხოვნა ჩემთვის
მინდა რომ იყო ჩემი ნაწილი
ჩემი ცოლი და შვილების დედა,
მინდა რომ შენით დაიწყოს დილა
შენით დაღამდეს , სულ შენთან მინდა,
წაგიყვან ჩემთან იმ სახლში სადაც,
თავად მოაწყე ყოველი კუთხე,
ჩვენი ოთახი, შენ ისე მორთე
რომ გამოსვლისას სულ შესვლას ვლამობ ,
მიყვარხარ ტკბილად, ასეთი კარგი,
შენთან ერთადაც სულ შენზე ვფიქრობ,
ის თეთრი კაბა ჩვენს ოტახში სულ რომ ანათებს
ვხედავ და ვხვდები რომ ჩემი ხარ უკვე მარადის ,
18-ში დილით შემოაღებ ოთახის კარს და
ამ თეთრ კაბაში ჩემ წინ მდგომი მალე იქნები
უფლის წინაშე ჩვენ შევფიცებთ ერთმანეთს კარგო
რომ არასოდეს , არასოდეს არ დავშორდებით,
ახლა კი მინდა 18-ამდე მამაშენს ვთხოვო
მაჩუქოს გოგო , ქერა თმებით და კულულებით,
მე ის დამთანხმდა შენი თავი უკვე დამითმო,
ახლა კი დროა მომზადება უკვე დავიწყოთ."
ბედნიერებით ისე ტკბებოდნენ
მათი უამრავს შეშურდებოდა,
ემზადებოდნენ, ორი ლამაზი,
პატარა წყვილი ჯვრის დასაწერად,
მზად იყო უკვე სულ ყველაფერი
და ქორწილამდე ცოტა დრო დარჩა
სწორედ ასეთ დროს, ბედნიერება
ერთ წამში გაქრა , უცებ დასრულდა,
ბიჭი მანქანით , დიდი სიჩქარით მიმავალი
ავარიაში გარდაიცვალა,
გოგონა დარჩა მარტოდ მარტო და
თავს მასზე ფიქრით უფრო ტანჯავდა,
არვის ეგონა რომ მისი გული
ამხელა ტკივილს გადატანდა,
ღმერთო მიეცი ამ გოგოს
ყოველი კარგი და წმინდა,
დაიფარე შენი კალთით უფალო
და მოუსპე ყველა განცდა გზიდან.
მიეცი მას ბედნიერი ცხოვრება რომ
კვლავ ჩაიცვას ნაზი თეთრი კაბა,
აპოვნინე ისევ დიდი სიყვარული და
არასდროს დააშორო მასთან...




ეს ლექსი მოგიძღვენით ადრეე დავწერე მაგრამ არ გეუბნებოდი რომ გული უფრო არ გტკენოდ
2014, 8 სექტემბერი, 13:41
ყოველთვის როდესაც ამას ვკითხულობ დიდი ტკივილი მახსენდება რომელიც დაუვიწყარია ჩემს გულში, ძჩემი ბიძაშვილის გარდაცვალება ჯერ კიდევ არავის დავიწყებია და არც მე, ის დიდი ტკივილი ალბათ არასდროს გაქრება გულიდან. მაკო ნეტავ სად ხარ, რასაკეთებ საერთოდ. როგორ ცხოვრობ. :( მენატრები და მიყვარხარ იცოდე თუ ამას წაიკითხავ ოდესმე აუცილებლად შემეხმიანე მინდა შენი ნახვა.
0 1 2