x
image
maia
აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი
imageაგვისტო საკმაოდ აქტიურად ჩაივლის, განსაკუთრებით საშინაო საქმეების შესრულებისას. თუმცა თვის პირველ ნახევარში ოჯახური დავიდარაბა ბევრ დროს წაგართმევთ და ყოველთვის ვერ შეძლებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ოჯახურ საქმეებს და კარიერას შორის. საყვარელი ადამიანის ჩარევა ყოფით საქმეებში ხელს შეუშლის თქვენი გეგმების სწრაფად რეალიზებას, მას თავისი ორიგინალური შეხედულება გააჩნია, რომელიც სასურველია გაითვალისწინოთ და შეთანხმდეთ, სანამ რამის გაკეთებას დაიწყებთ.

ხელსაყრელი დღეები: 6, 7, 15, 16, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები:3, 4, 5, 11, 12, 17, 18, 31.



imageაგვისტოში ბევრი მოკლე მოგზაურობა გელოდებათ. თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე ნებისმიერი გადაადგილებისას. თვის პირველ ნახევარში უარი თქვით ხანგრძლივ მოგზაურობაზე, განსაკუთრებით უცნობ ადგილებში. მეორე ნახევარში კი მივლინებას ნუ დაგეგმავთ. ამ პერიოდში მოაგვარეთ ურთიერთობა კოლეგებთან, გააუმჯობესეთ სამუშაო პირობები. თვის დასაწყისში გელოდებათ ბევრი რომანტიკა და შემოქმედებითი ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა. შესანიშნავი დროა ბავშვებთან ურთიერთობისთვის.


ხელსაყრელი დღეები:8, 9, 17, 18, 26, 27.

არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 13, 14, 19, 20.



imageზაფხულის ბოლო თვეს გააქტიურდებით ფინანსურ საკითხებში, თუმცა თქვენი ყველა მოქმედება ნაყოფიერი არ იქნება. თვის პირველ ნახევარში მოერიდეთ სხვების ფულის მართვას, სარისკო პროექტებში საკუთარი თანხის დაბანდებას, ახალი კრედიტების აღებას. თვის დასაწყისი საუკეთესო დროა სახლის კეთილმოწყობის, ნათესავებთან ურთიერთობის მოგვარების, სტუმრების მიღებისთვის. მეორე ნახევარში გაძლიერდება რომანტიკული განწყობა, მოიმატებს შეხვედრების და ახალი სასიყვარულო ურთიერთობის ალბათობა.

ხელსაყრელი დღეები:1, 2, 11, 12, 19, 20, 28, 29.

არახელსაყრელი დღეები: 8, 9, 15, 16, 21, 22.



imageსაკმაოდ აქტიური თვე გელოდებათ, სწრაფად გაართმევთ თავს ნებისმიერ საქმეს მომატებული ენერგიულობის წყალობით. გაითვალისწინეთ, რომ უნდა გამოიჩინოთ გამბედაობა და შეუპოვრობა, თუმცა მოერიდეთ აგრესიულობას და კონფლიქტურობას.

ხელსაყრელად წარიმართება ხანმოკლე მოგზაურობა, მოსალოდნელია ნაცნობობა საინტერესო ადამიანებთან. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში რთული პერიოდია. მოერიდეთ ლიდერობისთვის ბრძოლას, მოძებნეთ კომპრომისები. თვის მეორე ნახევარში დაკავდით ოჯახური საქმეებით, სახლის კეთილმოწყობით. მოერიდეთ სიჩქარეს და არათანმიმდევრულობას, რადგან ის ხელს შეგიშლით არსებული პერსპექტივების გამოყენებაში.

ხელსაყრელი დღეები:3, 4, 13, 14, 21, 22, 31.

არახელსაყრელი დღეები: 11, 12, 17, 18, 23, 24.



imageთვის პირველ ნახევარში გაუმჯობესდება თქვენი მატერიალური მდგომარეობა, წარმატება თან გდევთ ფინანსურ სფეროში. განახორციელებთ მომგებიან შენაძენებს, მიიღებთ საჩუქრებს. სამსახურში ინტენსიურად იმუშავებთ, თუმცა ჯანმრთელობაც არ დაივიწყოთ, მოერიდეთ სტრესებს და გადაღლილობას.

თვის მეორე ნახევარში გელოდებათ ბევრი სასიამოვნო ურთიერთობა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, ფლირტი. პროფესიული საქმიანობისთვის ნაკლებად შესაფერისი დროა. მოერიდეთ შორეულ მივლინებაში გამგზავრებას, ასევე შეუფერებელი საქმის შესრულებას.

ხელსაყრელი დღეები:6, 7, 15, 16, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები: 13, 14, 19, 20, 26, 27.



imageაგვისტოში უფრო ჰარმონიული გახდება მეგობრებთან ურთიერთობა, თუმცა დროდადრო მოსალოდნელია კონფლიქტებიც. თვის პირველ ნახევარში მოერიდეთ ბევრი დროის დახარჯვას გართობაზე, რადგან მოვალეობების შესრულებას ვეღარ მოასწრებთ. ნაკლებად შესაფერისი დროა თანამოაზრეებთან ერთად შემოქმედებითი პროექტის დასაწყებად. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, შეცვალეთ იერსახე, ჩაცმის სტილი. თვის მეორე ნახევარში მოერიდეთ სარისკო პროექტებში მონაწილეობას, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს, წარმატება თქვენ მხარეს არის.

ხელსაყრელი დღეები: 8, 9, 17, 18, 26, 27.

არახელსაყრელი დღეები: 1, 2, 15, 16, 21, 22, 28, 29.




imageაგვისტოში ხშირად აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში, ამიტომ მნიშვნელოვანია საქმიანი რეპუტაციის გამყარება და სხვადასხვა პროვოკაციებისგან მორიდება. ეცადეთ იყო ღია და პატიოსანი საკუთარ მისწრაფებებში. თვის პირველ ნახევარში კარიერული გეგმების განხილვისას არ ღირს ნათესავების რჩევის გათვალისწინება, რადგან ისინი არ დაეთანხმებიან თქვენ მიზნებს. თვის მეორე ნახევარში ხშირად გამოიყენეთ საკუთარი მომხიბვლელობა, იზრუნეთ გარეგნობაზე, დაკვირვებით აირჩიეთ საქმიანი კავშირები. ნუ იჩქარებთ ხელშეკრულების ხელმოწერას, რათა არ გამოგრჩეთ შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტები.

ხელსაყრელი დღეები:1, 2, 11, 12, 19, 20, 28, 29.

არახელსაყრელი დღეები: 3, 4, 17, 18, 24, 31.



imageაგვისტოში გაძლიერდება სწრაფვა ახალი შთაბეჭდილების, თავგადასავლისკენ. თუმცა თვის პირველ ნახევარში სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი მოგზაურობისას, პირველ ადგილზე საკუთარი უსაფთხოება დააყენეთ. აგვისტოს დასაწყისი დაუთმეთ მეგობრებთან ურთიერთობის მოგვარებას, მათთან შეხვედრებს. გეგმების რეალიზებას წარმატებულად შეძლებთ. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფარული სასიყვარულო რომანი, თუმცა გაგიჭირდებათ გრძნობების გამოხატვა. პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოგზაურობას თვის მეორე ნახევარში ნუ დაგეგმავთ.

ხელსაყრელი დღეები:3, 4, 13, 14, 21, 22, 31.

არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 19, 20, 26, 27.


imageთვის პირველ ნახევარში მიზნების მიღწევას შეძლებთ მომხიბვლელობის გამოყენებით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება კარიერული საკითხებთან მიმართებაში. იზრუნეთ გარეგნობაზე, გამოიჩინეთ თავაზიანობა, ამგვარად ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის მოპოვებას. აგვისტოს დასაწყისში მოერიდეთ სარისკო საქმეებს, ინვესტიციებს ან სხვების თანხების მართვას.

მეორე ნახევარში გაძლიერდება სწრაფვა სასიყვარულო თავგადასავლისკენ, მოსალოდნელია ერთი ღამით ურთიერთობაც. გაითვალისწინეთ გონების კარნახი, ამგვარად თავიდან აიცილებთ უსიამოვნო შედეგებს. მეგობრებთან ურთიერთობა დადებით განწყობას შეგიქმნით. მათი მხარდაჭერის იმედი აუცილებლად იქონიეთ.

ხელსაყრელი დღეები:6, 7, 15, 16, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები:1, 2, 8, 9, 21, 22, 28, 29.



image თვის პირველი ნახევარი ხელსაყრელია სწავლისთვის, ახალ ინფორმაციას ადვილად აღიქვამთ. პირადულ ურთიერთობებში რთული პერიოდია. მოერიდეთ დესპოტიზმს, ეგოიზმს, მოუსმინეთ საყვარელი ადამიანის იდეებს. ასევე დაკავდით რაიმე ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობით. ასეთი გამოცდილება გაამყარებს თქვენ კავშირს. თვის მეორე ნახევარში გელოდებათ წარმატება კარიერაში, გაჩნდება ახალი პერსპექტივა. პირადულ ურთიერთობაში სიტუაცია გართულდება გადაუჭრელი საცხოვრებელი პრობლემის ან ნათესავების ჩარევის გამო.

ხელსაყრელი დღეები:8, 9, 17, 18, 26, 27.

არახელსაყრელი დღეები: 3, 4, 11, 12, 24, 31.



imageაგვისტოს ძირითადი მოვლენები დაკავშირებული იქნება პროფესიულ საქმიანობასთან. უფრო ენერგიული და აქტიური გახდებით, გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივა. თვის პირველ ნახევარში მოერიდეთ ინტენსიურ მუშაობას, არ გადაიტვირთოთ მოვალეობებით და ოფისში გვიანობამდე ნუ დარჩებით. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ვერ აიცილებთ ჯანმრთელობის პრობლემას. თვის მეორე ნახევარში კარიერული ზრდისთვის არ გეყოფათ ცოდნა ან გათვიცნობიერებულობა. თვის ბოლოს გააბამთ ახალ რომანტიკულ ურთიერთობას მოგზაურობის დროს.

ხელსაყრელი დღეები:1, 2, 11, 12, 19, 20, 28, 29.

არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 13, 14, 26, 27.



imageთვის პირველ ნახევარში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ პირადულ ურთიერთობას. გაამყარეთ არსებული კავშირი, გამოიჩინეთ სინაზე და სითბო. გაძლიერდება სწრაფვა გართობის, სასიყვარულო თავგადასავლისკენ. თუმცა მარტოხელა თევზები უმჯობესია განეწყონ დროის არა უზრუნველ გატარებაზე, არამედ სერიოზული ურთიერთობის ჩამოყალიბებისკენ, ამგვარად ისინი შეძლებენ ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა. თვის მეორე ნახევარში შეძლებთ დაწყებული ურთიერთობის გაღრმავებას. ამავე დროს გაძლიერდება სწრაფვა ძვირადღირებული გართობისკენ, გამოიჩინეთ გონიერება და ზომიერება ფულის ხარჯვისას, შეადარეთ რეალური შემოსავალი და ხარჯი.

ხელსაყრელი დღეები:3, 4, 13, 14, 21, 22, 31.

არახელსაყრელი დღეები: 1, 2, 8, 9, 15, 16, 28, 29.

1
252
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
252
  
2013, 2 აგვისტო, 19:54
ტხის რქა )))))))))0არა ცუდი პროგნოზია((((
0 1 1