x
image
Dinozo
უფრთხილდით Samsung GALAXY S III -ს

imageყოველდღე ინტერნეტში ჩნდება ახალ-ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი ტიპის მობილური მოწყობილობები ხშირად ფეთქდება,
რაც მათი მომხმარებლების შეშინებას იწვევს. სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევები ადამიანის დაზიანების მიზეზიც კი ხდება, როგორც ეს 18 წლის გოგონას
შემთხვევაში მოხდა, რომლის მობილური ტელეფონი " Samsung GALAXY S III " შარვლის ჯიბეში აფეთქდა.
image
დაზარალებული ფანი შლატერი (Fanny Schlatter), მცხოვრები შვეიცარიაში, ინციდენტის დროს იმყოფებოდა სამსახურში.
ჩვეულებისამებრ საკუთარი მობილური ტელეფონი შარვლის ჯიბეში ედო. მოულოდნელად მოწყობილობა აფეთქდა ყოველგვარი მიზეზის გარეშე და გამოიწვია დიდი ცეცხლი.
თვითმხილველების თქმით ცეცხლი იმდენად დიდი იყო, რომ ჯიბიდან ხელამდეც კი აღწევდა. საბედნიეროდ ახლოს აღმოჩნდა ფანი-ს თანამშრომელი, რომელმაც
მოახერხა შარვლის შემოხევა და ცეცხლმოკიდებული ტელეფონის ძირს დაგდება.

image


ზემოთ მოცემულ სურათებზე ალბათ თავად ნახავთ რა დაემართა მობილურ ტელეფონს (Samsung GALAXY S III), თუმცა სამწუხაროდ დაზარალდა ადამიანიც.
დაზარალებულმა ფანი შლატერმა (Fanny Schlatter) ფეხზე III ხარისხის დამწვრობა მიიღო. სამსუნგზე საჩივრის შეტანის შემდეგ დამწვარი სმარტფონი სამშობლოში იქნა გაგზავნილი
, სამსუნგის წარმომადგენლების განცხადებით კომპანია მომხდარის მიზეზებს გამოიძიებს.

0
629
8-ს მოსწონს
ავტორი:Dinozo
Dinozo
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0