x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134701
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509038
სხვენი (ნაწილი მეორე)

როცა გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ რომ ოთხივეს ერთიდაიმავე სიზმარი დაგვსიზმრებოდა, გადავწყვიტეთ ისევ შევსულიყავით იმ სხვენში. მაშინ უკვე დილა იყო და აღარ გვეშინოდა. შევედით და ბურთს დავუწყეთ ძებნა. გაგვიხარდა რომ არაფერი მოხდა და გახარებულები ერთმანეთს გადავეხვიეთ მაგრამ ხანმოკლე იყო ჩვენი სიხარული. უეცრად ფანჯრებზე რაღაც წითელი ჩამოეფარა და შუქი ქრებოდა და ინთებოდა. გადავირიეთ ვღრიალებდით და ძალიან გვეშინოდა, სახლში არავინ იყო. გასვლა დავაპირეთ მაგრამ უკვე გვიანი იყო. კარი ჩაიკეტა და აღარ იღებოდა.უეცრად ჩემმა მეგობარმა გვითხრა ვილოცოთ და კარი გაიღებაო. ერთხმად ხმამაღლა ვლოცულობდით და ბოლოს კარი გაიღო და ოთახში ჩემი ძმის ძიძა შემოვიდა. გვკითხრა ტირილის მიზეზი და ყველას ნაცვლად ჩემმა დამ უთხრა ერთმანეთს დავეჯახეთ და თავი აგვტკივადაო. ტკივილი გაგვიძლიერდა და ტირილი მოვრთეთო. ძიძამ კი ის ვერ გაიგო თუ რატომ არ გამოვედით ოთახიდან თუ თავი გვტკიოდა მაგრამ ვინ აცალა გავვარდით ოთახიდან და ვისაც კი რამე ხატი გვქონდა მოვარბენინეთ, ვილოცეთ და ყველაფერი დამთავრდა. ამის შემდეგ სხვენში ასეთი რამე აღარ შეგვინიშნავს.

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:თიკოთიკო24
თიკოთიკო24
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0