x
მეტი
  • 09.06.2024
  • სტატია:135198
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509496
EMO (საქართველოში)

imageსაზოგადოებაში და მედიაში მკაფიოდ წამოიჭრა თემა "ემო" რა არის ემო მსოფლიოში და რა არის საქართველოში, გაკეთდა მრავალი გადაცემა ამის შესახებ მაგრამ სოციალურ ქსელებში საუბარია იმაზე რომ ძალიან ბევრი ცრუ კადრი იყო შექმნილი გადაცემის რეიტინგისათვის, რატომ არ გვაწვდის მედია სრულფასოვან ინფორმაციას? რატომ არის მათი ცხოვრება უცნობი? რატომ უყურებს მათ ყველა ზიზღის თვალით და რატომ ირიყებიან საზოგადოებისაგან? იქნებ საზოგადოება განაპირობებს მათ ასეთ ცხოვრების სტილს? რატომ არ იღებს სახელმწიფო საჭირო ზომებს და რატომ არ აქვთ მათ ფსიქოლოგიური და სულიერო დახმარება? რატომ არ იცავს სამართალი? ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება, ემო 21 საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, ძირითადად თინეიჯერები არიან გაწევრიანებული ამ ჯგუფებში, ემო მყარად არის დაფუძნებული ამერიკაში, და მრავალი მიმდევარი ჰყავს ამ სტილს. ემოს ჩაცმის სტილი შემდეგნაირია, ტანზე მომდგარი მაისური და მოტკეცილი შარვალი ასევე კედები, ფერები ძირითად არის შავი და ვარდისფერი, შავი დეპრესიას გამოხატავს ხოლო ვარდისფერი მარადიულობის სიმბოლოა, ემოეს აქვთ გრძელი თმა რომელიც მათ სახის 75-80%-ს უფარავს, ემოებში არის გავრცელებული პირსინგი, "Snake Bites" ეს ყვალაზე პოპულარული პირსინგია, სადაც ორი ბეჭდის ფორმის რკალი არის ქვედა ტუჩზე, ამ ფიქრსინგით ასოცირება ხდება ცხოვრებაზე (ემოები მიიჩნევენ რომ ცხოვრება არის გველი) ემოები აქსესუარებად იყენებენ სათვალეებს, დიდ ჩანთებს და სათამაშოებს, ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ და მათი ქმედებები ძირითადად უფრო ცელქობას ჰგავს, მათი უმრავლესი ნაწილი აცნობიერებს რომ ემო ბავშვობაა და ასეთ ცხოვრებას დიდხანს ვერ გააგრძელებენ, ემოების უმრავლესობა ვეგეტარიანელია და ბევრი მათგანი გაწევრიანებულია გარემოს დაცვის ორგანიზაციებში. ემოებს აქვთ დღიური რომელსაც ზილს უწოდებენ, ზილი მათი მესაიდუმლეა და იქ არის აღწერილი მთელი მათი ცხოვრება, ბედნიერი და მძიმე წუთები, ამ დღიურის გაკეთება ალბად განაპირობა მათმა მარტოობამ, იმას რასაც საზოგადოებას ვერ ანდობენ დღიურში წერენ, ემოები წერენ ჩანახატებს, ლექსებს, კითხულობენ ნაწარმოებებს რომელიც ემოციურ განცდებზეა, ემოს ძირითადი გართობა მაინც მუსიკაა ისინი უსმენენ Emo Rock Emo PaNK & Emo HaRD RoCK-ს, ემოების უმრავლესობა ცხოვრობენ ჩვეულებრივად სახლებში, თუმცა ისინი ხშირად იკრიბებიან და დიდ დროს ატარებენ ბნელ ადგილებსა და სასაფლაოებზე, ისინი მიიჩნევენ რომ მკვდრები არიან ერთადერთი ადამიანები რომლებიც მათ ნერვებს არ უშლიან და არ აკრიტიკებენ. ალბად მათთვის სასაფლაოს გარდა სხვა კარები არ არის საზოგადოების მხრიდან გახსნილი, ზოგიერთ ემო ჯგუფებში ხშირია მსხვერპლშეწირვის რიტუალები თუმცა ეს საქართველოში ათასიდან ერთია, ადამიანები რომლებიც მსხვერპლშეწირვის რიტუალებით არიან გატაცებული თავს ემოს უწოდებენ თუმცა ეს არის უფრო სხვა განხრა ეს არის სატანისტობა, იმიჯი არ განსაზღვრავს ცხოვრების სტილს, ნამდვილი ემო არის ემო რომელიც სულიერად არის ემო, ძალიან ბევრი "ძალითემო" სახელს უტეხავს ამ მიმდინარეობას სწორედ ამიტომ ხშირია ემო ჯგუფებს შორის დაპირისპირება, ემოები ხშირად ისერავენ სხეულის ნაწილებს ამით ისინი ცდილობენ სტრესი ტკივილით გადაიტანონ, ასევე ხშირად ასრულებენ ისინი თვითმკვლელობით ცხოვრებას. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ფესვები არ გაიდგას საქართველოში ამ მიმდევრობამ, ეს ადამიანები საზოგადოებიდან გარიყულები კი არ უნდა იყვნენ არამედ პირიქით ყველა ჩვენგანი უნდა დავუდგეთ გვერდში მაქსიმალურად, ემო ადამიანი ხდება ძირითადად მაშინ როდესაც დიდი სტრესის გადატანა უწევს, საზოგადოება კი მას ვერ უგებს, ამიტომ ემოობა არის მათთვის საუკეთესო საშუალება ტკივილისაგან განთავისუფლებისთვის ისინი უნდა განთავისუფლდნენ ფსიქოლოგის დახმარებით ყველა იმ ტკივილისა და სიმწარისაგან რომელიც ცხოვრებამ მიაყენა. ასეთ ხალხს ქუჩაში ლანძღავენ და აგინებენ იმის მაგივრად რომ გვედში დაუდგნენ და დაეხმარონ.

6
392
3-ს მოსწონს
ავტორი:მარი კო
მარი კო
392
  
2017, 31 იანვარი, 9:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნინა ვილი-ის კომენტარზე
2015, 13 ნოემბერი, 14:32
15 წლის ვარ და 2 წელია ემო ვარ. 5 ტატუ 15 პირსინგი და ვარდისფერი თმა მაქ და ამით რატომ აქვთ ამ ხალხს ცუდი წარმოდგენა ვერ ვხვდები, სასაფლაოზეც დავდივარ და მორგშიც უბრალოდ არ მიყვარს ხალხმრავლიანი ადგილი, საშინელი გრძნობაა როცა სხვა გიყურებს ცუდად, მხოლოდ იმიტომ რომ შავები გაცვია და სხვა ფერის თმა გაქ
2013, 17 მაისი, 12:36
რაც მართალია მართალია სულ ახლახანს გავხდი ემო და მინდა მყავდეს ემო მეგობარი. საზოგადოება მატ რიყავს და ამიტომ ისინი იდზულებულნი არიან ჩაიდინონ ცუდი საქციელი.
2013, 5 თებერვალი, 0:06
გტხოვ დამიკავსჰირდიტ და გავიცნოტ ერტმანერტი
2013, 5 თებერვალი, 0:05
დზალიან მინდა გავიცნო ემო ადამიანები დზალიან მაინტერესებს მატიი ცხოვრება და ვიმეგობრებ მაგატტან
2013, 5 თებერვალი, 0:00
მაგარია
0 1 6